ka | en
Company Slogan TODO

ავტორიზაცია

მომხმარებლის სახელი
პაროლი

რეზონატორები

ავტორი: თამარ ნოზაძე
საკვანძო სიტყვები: დგმ, რეზონატორი, რეზონანსი, საკუთარი სიხშირე, საკუთარი ველი
ანოტაცია:

თანამედროვე ელექტრონულ მოწყობილობებში და კერძოდ, ზემაღალი სიხშირეების რადიოტექნიკაში ფართოდ გამოიყენება მაღალვარგისიანი მოცულობითი ელექტრომაგნიტური რეზონანსული სისტემები და მოწყობილობები (რეზონატორები). ელექტრომაგნიტური რეზონატორი, ზოგადად წარმოადგენს ობიექტს, რომელსაც გააჩნია უნარი საკუთარ სიხშირეებზე (და მათ მახლობლობაში), რეზონანსული მოვლენების შედეგად, დააგროვოს დაცემული ელექტრომაგნიტური ველის ენერგია. მოცულობით ელექტრომაგნიტურ რეზონატორს წარმოადგენს კერძოდ თანამედროვე მობილური ტელეფონის ანტენა, მიმმართველი სისტემები, ტალღგამტარები და ა. შ. რეზონატორად შეიძლება წარმოდგენილ იქნას აგრეთვე ოთახი რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და ზოგადად, ნებისმიერი ობიექტი რომელსაც გააჩნია უნარი დააგროვოს მასზე მოქმედი ელექტრომაგნიტური დასხივების ენერგია.ზოგადად, სასურველი თვისებების (საჭირო ვარგისიანობის და რეზონანსული სიხშირეების) მქონე რეზონატორებს გააჩნიათ საკმაოდ რთული გეომეტრია, რის გამოც მათი გამოკვლევა მხოლოდ რიცხვითი მეთოდებით შეიძლება. დგმ იძლევა საშუალებას ვარეგულიროთ ამონახსნის სიზუსტე და მოითხოვს უფრო ნაკლებ დროით და გამოთვლით რესურსებს.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com