ka | en
Company Slogan TODO

ავტორიზაცია

მომხმარებლის სახელი
პაროლი

კანის სიმსივნეების მკურნალობა დაბალენერგიული სხივების გამოყენებით

ავტორი: მაია ტოპეშაშვილი
თანაავტორები: ედუარდ ჩიკვაიძე
საკვანძო სიტყვები: რადიოთერაპია, კანის ავთვისებიანი სიმსივნე, დაბალი ენერგიის სხივი, სხივის დეპონირება
ანოტაცია:

რადიაციულ თერაპიას საქართველოში თითქმის 100 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ყველა სხვა მრავალ უპირატესობასთან ერთად რადიოთერაპია საკმაოდ ეფექტურია ასევე კანის ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ შესანიშნავი კოსმეტიკური შედეგებით, რაც კანის მკურნალობის ერთერთ ამოსავალ წერტილს წარმოადგენს. გამოცდილებით დადასტურებულია, რომ რადიო ბიოლოგიური ეფექტურობა (RBE) ფოტონებისათვის მათ ენერგიის კლების პროპორციულად იზრდება. ამ ფენომენის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფოტონის ენერგიის კლებასთან ერთად ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი მეორადი ელექტრონების ენერგიაც კლებულობს, რითაც მათი დეპონირება მკვეთრად იზრდება. მაგ 15keV ენერგიის მქონე ფოტონების დეპონირების კოეფიციენტი არის 2keV/m, რაც 10-ჯერ მეტია მაღალი ენერგიის ელექტრონების დეპონირების კოეფიციენტზე. საქართველოს თანამედრვე სხივური თერაპიის ტექნოლოგიების დაახლოებით 10 წლიანი გამოცდილება აქვს. თუმცა მხოლოდ 3 წელია რაც თანამედროვე აპარატურით გენერირებული დაბალი ენერგიის სხივების გამოყენება მიმდინარეობს კანის ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ. სხვადასხვა სიღრმეზე ოპტიმიზირების შესაძლებლობის მქონე აპლიკატორების საშუალებით შესაძლებელია განსხვავებული სიღრმის მქონე კანის სიმსივნეების მკურნალობა ირგვლივმდებარე ქსოვილების მაქსიმალურად დაცვით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com