ავტორიზაცია
თანამედროვე მიდგომები ურბანული წყლების მენეჯმენტში
ავტორი: ზურაბ ჯიქიასაკვანძო სიტყვები: ურბანული წყლები, ეკოლოგია, დამაბინძურებლები, ციფრული მოდელირება, წყლის მენეჯმენტი
ანოტაცია:
XX საუკუნის 50 იან წლებამდე, ქალაქებში ცხოვრობდა დაახლოებით ერთი მილიარდი ადამიანი. ხოლო ბოლო წლების მონაცემებით ურბანული პოპულაცია გაიზარდა სამჯერ. მსოფლიო ბანკის პროგნოზებით 2030 წლისათვის ურბანული პოპულაცია მიაღწევს 5 მილიარდ მცხოვრებს, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 70% შეადგენს. ურბანულ გარემოში მოსული წვიმის წყლები, გადარეცხავენ რა ურბანულ ტერიტორიებს, რეცხავენ და ხსნიან ზედაპრიზე დაგროვებულ დამაბინძურებლებს, ამ ნივთიერებების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლებით უტოლდება და რიგ შემთხვევებში ასწრებს კიდევაც საკანალიზაციო წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებს, სწორედ ამიტომ ევროდირექტივა 2001/600 ადგენს და სადრენაჟო წყლებს უთანაბრებს საკანალიზაციოს, რაც მიუთითებს მათი გაწმენდის და მენეჯმენტის ხარისხის ამაღლებაზე. ამავე დირექტივით რეგლამეტირებულია ნორმალურ პირობებში ზოგადი შეწონილი მასალის დასაშვები ზღვარი 60 მგ/ლ. თუმცა ბევრი მკვლევარი ყურადღებას ამახვილებს იმაზე რომ სტანდარტი ხშირად ირღვევა და შეწონილი მასალის კონცენტრაციები მნიშვნელოვნად აღემატება დასაშვებს. ამიტომ ძალზე აქტუალურია მზარდი ურბანიზაციის პირობებში ქვეფენილი ზედაპირისა და წვიმის წყლების ურთიერთქმედების, წვიმის ნაკადების მობილიზაციისა და გადარეცხვის პარამეტრების, პირველი ტალღის ეფექტის, წყალმიმღები, დალექვისა და წყალგამწმენდი ნაგებობების მუშაობის თავისებურებების ანალიზი. ასევე თანამედროვე მიდგომებისა და მოდელირების საკითხების კვლევა, რათა მაქსიმალურად მინიმიზებული იქნეს დამაბინძურებელი ნივთიერებების უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე.
მიმაგრებული ფაილები:
Modern approaches in urban water management [en]თანამედროვე მიდგომები ურბანული წყლების მენეჯმენტში [ka]