ka | en
Company Slogan TODO

ავტორიზაცია

მომხმარებლის სახელი
პაროლი

საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზების განაწილების ზოგადი თავისებურებები

ავტორი: სოფო ვეფხვაძე
საკვანძო სიტყვები: ბუნებრივი გაზები, წყაროები, საქართველო
ანოტაცია:

ბუნებრივი გაზები ახდენენ დიდი გავლენას მიწისქვეშა წყლების ფიზიკური და ქიმიური შემადგენლობის ჩამოყალიბებაში. მათი უმეტესობა დაკავშირებულია მინერალურ წყლებთან, დანარჩენი ნაწილი კი მათი გამოვლინებებისა წარმოდგენილია როგორც ნავთობიან არეებში, ან გაზის დაგროვების არეებში. ბუნებრივი გაზები ძალიან მგრძნობიარე ინდიკატორები არიან გეოლოგიური, განსაკუთრებით კი გეოტექტონიკური პირობების მიმართ. ამვარად, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, ბუნებრივი გაზების განაწილების ნიმუში ცხადად უჩვენებს გეოლოგიური სტრუქტურის განსაკუთრებულობას საქართველოს ტერიტორიაზე. გეოტექტონიკური ელემენტები, რომლებიც განთავსებულია ამ საზღვრებში, შესაბამისად გეოლოგიური განვითარების ასაკისა და ისტორიისა, ხასიათდებიან შესაბამისი გაზური შემადგენლობით და გეოქიმიური პარამეტრებით. შესწავლილ იქნა ბუნებრივი გაზების განაწილება სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე სასათბურე გაზების ემისიები ბუნებრივი წყაროებიდან ხარისხობრივად და რაოდენობრივად იქნა გაანალიზებული. დადგინდა, რომ სამხრეთ კავკასია, განსაკუთრებით კი საქართველო მდიდარია მინერალური წყაროებით, რომლებიც ხასითდებიან ბუნებრივი გაზების მაღალი ემისიებით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com