ka | en
ავტორიზაცია
შავი ზღვის სანაპიროს დაბინძურებისა და აითროფიკაციის პრევენციის მიზნით მიწისქვეშა წყლების ზღვისქვეშა განტვირთვის შესწავლა
ავტორი: ნინო კაპანაძესაკვანძო სიტყვები: მიწისქვეშა წყლების ზღვის ქვევით განტვირთვა, ეკოლოგიური ტრასერები, აითროფიკაცია, დაბინძურება
ანოტაცია:
აბსტრაქტი: მიწისქვეშა წყლების ზღვაში განტვირთვის ადგილების შესდასწავლად შერჩეული და გამოყენებული იქნა ახალი მეთოდოლოგია ისეთი ეკოლოგიური ტრასერების გამოყენებით, როგორებიცაა სტაბილური იზოტოპები 18O და 2H, რადონი და რადიუმი, და სხვა პარამეტრები. ოპბულეთის ტერიტორიაზე განსაზღვრული იქნა მიწისქვეშა წყლის მოძრაობის მიმართულება და ადგილები, სადაც ისინი განიტვირთებიან ზღვაში. იდენტიფიცირებულ ადგილებში განისაზღვრა აითროფიკაციის ინტენსივობა - ნიტრატებისა და ფოსფატების კონცენტრაცია მიწისქვეშა წყლებში და ზღვაში. ასევე, შესწავლილი იქნა მათი გავრცელება ზედაპირზე და მათი ზღვაში ჩარეცხვის ინტენსივობა.