ავტორიზაცია
ზეგამტარების ელექტრო-მაგნიტური თვისებები
ავტორი: აკაკი ლომიაანოტაცია:
ზეგამტარები შეადგენენ მასალების საკმაოდ დიდ კლასს, რომლებსაც ახასიათებთ დაბალ ტემპერატურაზე ფაზური გადასვლა ზეგამტარულ მდგომარეობაში. გადასვლის ტემპერატურა ჩვეულებრივ ნაკლებია 20 K-ზე. გადასვლა დამოკიდებულია მაგნიტურ ველზე ისევე როგორც ტემპერატურაზე. მასალა უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას ველებში, რომელიც აღემატება კრიტიკულ ველს.. იდეალურ შემთხვევაში ზეგამტარულ მდგომარეობაში მაკროსკოპული ელექტრული და მაგნიტური ყოფაქცევა ყველაზე მარტივად აიწერება კონსტიტუციური განტოლებებით და მასალის პარამეტრების ექსტრემალური მნიშვნელობებით, რაც იდეალურ გამტარობას და იდეალურ დიამაგნეტიზმს შეესაბამება. უკანასკნელი ტოლობა მოითხოვს, რომ ნაკადის სიმკვრივე და დენის სიმკვრივე ნულის ტოლია ზეგამტარის შიგნით და ნებისმიერი ზეგამტარი დენი ზედაპირული დენია. უფრო ზუსტ აღწერას გვაძლევს ლონდონების განტოლებები, რომლებიც კონსტიტუციურ განტოლებებს დიფერენციალური განტოლებებით ცვლის ეს განტოლებები ვაკუუმში მაქსველის განტოლებებთან ერთად, წინასწარმეტყველებს იმას, რომ ნაკადის სიმკვრივე და დენის სიმკვრივე ექსპონენციალურად ეცემა ზეგამტარის ზედაპირიდან სიღრმეში შეღწევის სიღრმით , ნაცვლად ნულამდე წყვეტილად შემცირებისა. • მარტივი ფორმალიზმი , რომელშიც იგულისხმება, რომ , ყველაზე მოხერხებულია ამოცანებში, სადაც ზეგამტარი მაგნიტურ ველშია მოთავსებული. შედეგი იგივეა, რაც მე-9 თავში განვითარებული მეთოდების გამოყენებით მიღებული შედეგები, თუ მათში უბრალოდ ჩავსვამთ . • ალტერნატიული მიდგომა, რომელიც შეიძლება უფრო მოხერხებული იყოს ამოცანებისთვის, რომლებშიც ზეგამტარებში გადის გარე დენი, უშვებს რომ , . ამ შემთხვევაში პირობა ნიშნავს, რომ ზეგამტარის შიგნით , ხოლო სასზღვრო პირობის დასაკმაყოფილებლად ვუშვებთ შესაბამისი ზედაპირული ზეგამტარული გადატანითი დენის არსებობას. ეს ორი ფორმალიზმი ექვივალენტურია. ის თუ რომელს ავირჩევთდამოკიდებულია მოცემულ ამოცანაზე