ავტორიზაცია
სამცხე-ჯავახეთის ქართული სოფლების დინამიკის გეოინფორმაციული ანალიზი (XVI – XXI ს.ს.)
ავტორი: მიხეილ ნიკურაძესაკვანძო სიტყვები: სამცხე-ჯავახეთი, განსახლება, მოსახლეობა, გეოინფორმაციული სისტემები
ანოტაცია:
სამცხე ჯავახეთის რეგიონი საქართველოსათვის ყოველთვის წარმოადგენდა და წარმოადგენს გეოპოლიტიკურად, გეოგრაფიულად და ისტორიულად მრავალმხრივ საინტერესო რეგიონს. აქედან გამომდინარე ამ რეგიონზე შესრულებული ყველაპროფილური სამეცნიერო კვლევა გარკვეულ აქტუალობას შეიცავს. წარმოდგენილი სამაგისტრო ნაშრომის მიზანს შეადგენს, სამცხე-ჯავახეთის დასახლებული პუნქტების დინამიკის კარტოგარფირება გის ანალიზი XVI-XXI საუკუნეებში. აღნიშნული მიზნიდან გამომდინარეობს შემდეგი კონკრეტული ამოცანები: 1. საკვლევი რეგიონის შესახებ არსებული ლიტერატურული და კარტოგრაფიული მასალების მოძიება და ანალიზი. 2. საკვლევი რეგიონის შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა. 3. საკვლევ რეგიონში დასახლებული პუნქტების დინამიკის რუკათა შედგენა და გის-ანალიზი. ნაშრომის თეორიული-პრაქტიკული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი წარმოადგენს პროცესებისა და მოვლენების გეოინფორმაციულ ანალიზზე დაყრდნობით შექმნილ რუკათა სერიას სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე, ნაშრომი გარკვეულ მნიშვნელობას იძენს ისტორიის მკვლევარებისთვისაც. მსგავსი ისტორიულ-გეოგრაფიული რუკები გარკვეული მოცულობის სივრცულ ინფორმაციას მიაწვდის სდუდენტებს, მკვლევარებს და სამცხე-ჯავახეთით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს. ნაშრომის პირველ თავში წარმოდგენილია საკვლევი რეგიონის ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა და არსებული კარტოგრაფიულ-ლიტერატურული წყაროების ანალიზი. მეორე თავში წარმოდგენილია კვლევის მეთოდოლოგიური საფუძვლები სადაც განიხილება, როგორც ტრადიციული კარტოგრაფიული მეთოდები, ისე თანამედროვე გეოინფორმაციული ტექნოლოგიები. ნაშრომის მესამე თავი ეძღვნება საკვლევი რეგიონის მონაცემთა ბაზის შექმნას, მეოთხე თავში განიხილება საკვლევი რეგიონის დასახლებული პუნქტების რუკათა შედგენა XVI-XXI პერიოდისათვის აქვე ჩატარებულია შედგენილი რუკების სივრცე-დროითი ანალიზი. ნაშრომის ძირითად შედეგს წარმოადგენს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის დასახლებული პუნქტების რუკათა სერია (37 რუკის შემადგენლობით) და შესაბამისი მონაცემთა ბაზა.
მიმაგრებული ფაილები:
GIS analysis dynamic of the Georgian villages of Samtskhe-Javakheti (XVI – XXI century) [en]სამცხე-ჯავახეთის ქართული სოფლების დინამიკის გეოინფორმაციული ანალიზი (XVI – XXI ს.ს.) [ka]