ავტორიზაცია
ვარსკვლავთა ატმოსფეროში დინამოსა და ტრანზიენტული დინებების განზოგადებული მოდელი
ავტორი: ალექსანდრე ბარნაველიანოტაცია:
მოცემულ ნაშრომში ჩვენ გამოვიკვლიეთ პლაზმის დინებების აჩქარებისა და მაგნიტური ველის გენერირების მოვლენა გადაგვარებული ელექტრონებისგან შემდგარი კომპაქტური ობიექტებისთვის კვაზი-წონასწორული მიდგომის გამოყენებით (რომელიც შემუშავდა [1]-ში). მიღებული პარამეტრები შემდგომში იქნება წონასწორული მდგომარეობის ის მახასიათებლები, რომლებსაც გამოვიყენებთ ამ გარემოში დინამო/შებრუნებული დინამოსა [2] და ტრანზიენტული დინებების ჩამოყალიბების ამოცანაში. ჩვენს კვლევაში გათვალისწინებულია კლასიკური გრავიტაცია და გადაგვარებული ელექტრონების შემცველი ელექტრონულ-იონური პლაზმას ვთვლით კუმშვადად. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ გარკვეულ სიმაღლეზე არსებობს სრულად იონიზებული და დამაგნიტებული პლაზმური სტრუქტურები, ასე რომ კვაზი-წონასწორული ორსითხოვანი მოდელი დაიჭერს დინებების გენერირების/აჩქარების მოვლენის მთავარ ფიზიკას. ჩვენი კვლევის მნიშვნელოვანი შედეგები შემდეგია: ვიპოვეთ დინების გენერირება-აჩქარებისთვის ხელსაყრელი ფიზიკური პარამეტრების მქონე არეები თეთრი ჯუჯების გარე შრეებში/ატმოსფეროებში; დინების ძლაის დამოკიდებულება შრის კომპაქტურობაზე; შესაძლებელია ზე-ალფენის სიჩქარის მქონე დინებების ჩამოყალიბება თეთრი ჯუჯების გარე შრეში; შესაძლებელია დინების აჩქარება და მაგნიტური ველის გენერირება ერთდროულად; შესაძლებელია ტრანზიენტული დინებების ჩამოყალიბება. References [1] S.M. Mahajan, K.I. Nikol’skaya, N.L. Shatashvili and Z. Yoshida. Astrophys, J., 576, L161 (2002). [2] S.M. Mahajan, N.L. Shatashvili, S.V. Mikeladze and K.I. Sigua, Astrophys. J. 634, 419 (2005).