ka | en
Company Slogan TODO

ავტორიზაცია

მომხმარებლის სახელი
პაროლი

სიბრტყის მრავალკუთხედების მოდალური ლოგიკის ინტუიციონისტური ფრაგმენტი და მისი მოდალური კომპანიონები

ავტორი: ევგენი კუზნეცოვი
საკვანძო სიტყვები: მოდალური ლოგიკა; ინტუიციონისტური ლოგიკა; ევკლიდური სიბრტყის ლოგიკა; მოდალური კომპანიონები;
ანოტაცია:

ახლო წარსულში ქართველ მეცნიერთა ჯგუფის მიერ, რომლის წე- ვრი ამ ნაშრომის ავტორიც გახლდათ, შესწავლილიქნა სიბრტის მრა- ვალკუთხედების მოდალური ლოგიკა. გამოკვლეულიქნა მისი რიგი მოდელთეორიული და გამოთვლადობასთან დაკავშირებული საკი- თხები. წინამდებარე ნაშრომში გამოკვლეულია რიგი დამატებითი სა- კითხებისა ხსენებული ლოგიკის შესახებ. ნაშრომის მომზადებას ბიძ- გი მისცა ბოლო დროს თბილისში ჩატარებულმა საერთასორისო სამუშაო კონფერენციამ სახელწოდებით ”Topological Methods in Logic V” რომელზეც მისი ერთერთი მონაწილე ვინჩენცო მარა წარსდგა მოხ- სენებით მოდალური სისტემა S4-ის სისრულის თეორემების დამოკი- დებულების შესახებ ლოკალური სასრულობის ცნებაზე. რაც ნათელს ხდიდა ასე საინტერესო და მრავალფეროვანი მოდელების კლასების მიმართ S4-ის სისრულის თეორემების არსებობის მიზეზს. მოხსენე- ბაში ვინჩენცო მარა ასევე ეხებოდა მრავალკუთხედების ინტუიციონი- სტური ლოგიკის შესწავლის საკითხს. შესაბამისად წინამდებარე ნაშ- რომის ავტორს გაუჩნდა სურვილი უფრო ღრმად შეესწავლა სიბრტ- ყის მრავალკუთხედების მოდალური ლოგიკა, მისი ინტუიციონის- ტური ფრაგმენტი და ამ ფრაგმენტის მოდალური კომპანიონები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com