ავტორიზაცია
ვირუსები ჩვენს გარშემო და მათთან ბრძოლის ფიზიკური მეთოდები
ავტორი: ნინო ირემაშვილიანოტაცია:
ვირუსები თანამედროვე მსოფლიოს უმთავრეს პრობლემას წარმოადგენენ. კაცობრიობის ისტორიაში იყო ისეთი ეპოქები,როდესაც ადამიანები მაღალი ტემპერატურის გამოც კი იღუპებოდნენ. თუმცა მეცნიერებისა და მედიცინის განვითარებასთან ერთად ხდება უამრავი ამოუხსნელი და გადაუჭრელი პრობლემის აღმოფხვრა. ამ ნაშრომში გავიგებთ რას წარმოადგენს ვირუსი,როგორ მოხდა მისი აღმოჩენა. შევისწავლით მის აგებულებას,კლასიფიკაციას. გავიგებთ როგორი გავლენა იქონია არაუჯრედულმა პარაზიტმა მსოფლიო განვითარებაზე. გავიხსენებთ ზოგიერთ ვირუსს,რომელმაც მასობრივი სახე მიიღეს და კაცობრიობის დიდი ნაწილი გაანადგურეს,მათ გამომწვევ მიზეზებს და დამახასიათებელ ნიშნებს გავეცნობით. განვიხილავთ ვირუსის დადებით მხარეს-ბაგტერიოფაგს. დავახასიათებთ ვირუსულ დაავადებებს,რომლებიც დღესაც,მეცნიერების განვითარების უმაღლეს საფეხურზეც კი იჩენს თავს და ემუქრება მსოფლიოს. ჩვენი მიზანია ვიპოვოთ პასუხები შემდეგ კითხვებზე: რა არის ვირუსი? რისგან შედგება იგი? რა ვიცით ვირუსების ისტორიის შესახებ? როდის და რა სახით მოევლინნენ ისინი კაცობრიობას? რა დადებითი და უარყოფითი აქვთ ვირუსებს?
მიმაგრებული ფაილები:
ვირუსები ჩვენს გარშემო და მათთან ბრძოლის ფიზიკური მეთოდები [ka]