ka | en
ავტორიზაცია
რთული ფორმის კონტურებისთვის რეზონანსული სიხშირეების პოვნა დამხმარე გამომსხივებლის მეთოდით
ავტორი: გიორგი აფრიდონიძეანოტაცია:
საბაკალავრო ნაშრომი ეხება რეზონანსული სისტემების და მოწყობილობების (რეზონატორების) საკუთარი რეზონანსული სიხშირეების და ველების განსაზღვრას დამხმარე გამომსხივებლების მეთოდით (დგმ). ეს საკითხი დაკავშირებულია დღეისთვის მეტად აქტუალურ პრობლემასთან, რომელსაც ეწოდება ამოცანა საკუთარ ფუნქციებზე და საკუთარ მნიშვნელობებზე და წარმოადგენს მის კერძო ელექტროდინამიკურ შემთხვევას. ნაჩვენებია, რომ დგმ ეფექტურად ხსნის ამ ამოცანას.