ავტორიზაცია
ედმ ექსპერიმენტის პოლარიმეტრიის კონცეფცია - ტესტური გაზომვების შედეგები
ავტორი: ლევან კანკაძეანოტაცია:
დღესდღეობით ფიზიკისათვის უცნობია, რატომ ჭარბობს სამყაროში მატე- რია ანტიმატერიას (ბარიონული ასიმეტრია). თანამდროვე ფიზიკური წარმოდ- გენების თანახმად სამყაროს წარმოშობის საწყისს ეტაპზე უნდა წარმოქმნილი- ყო მატერიისა და ანტიმატერიის ერთნაირი რაოდენობა. სამყაროს განვითარე- ბის შემდგომ ეტაპზე ხდებოდა მატერიისა და ანტიმატერიის ანიჰილაცია, ჩვენი არსებობა კი არასრული ანიჰილაციისა და მატერიის მცირე დარჩენილი ნამა- ტის შედეგია. სტანდარტული მოდელის (SM) ფარგლებში მსგავსი მექანიზმები ცნობილია (კობაიაში-მასკავას მექანიზმი), ისინი მოითხოვენ ორი ფუნდამენტუ- რი სიმეტრიის - მუხტური შეუღლების (C) და სივრცული არეკვლების (P) მი- მართ სიმეტრიების დარღვევას. ნებისმიერი ექსპერიმენტული მონაცემები არა- ნულოვანი ედმ-ის არსებობის შესახებ ნიშნავს, მნიშვნელოვან ნაბიჯს დღეისათ- ვის უცნობ სფეროში, რადგან სტანდარტული მოდელის მიხედვით ედმ-ის და- საშვები მნიშვნელობა რამდენიმე რიგით ნაკლებია, ვიდრე დღეს არსებული ექ- სპერიმენტების მგრძნობიარობა. ამიტომაც საჭიროა (CP) სიმეტრიის დარღვევის ახალი, უფრო ძლიერი წყაროების ძიება. დღემდე ექსპერიმენტები ტარდებოდა მხოლოდ ნეიტრატული ნაწილაკებისათვის, დამუხტული ნაწილაკებზე პირდაპირ გაზომვები არ არსებობს. ეს განპირობებულია იმით, რომ ედმ-ის აღმოსაჩე- ნად საჭიროა ძლიერი ელექტრული ველი, რაც იწვევს დამუხტული ნაწილაკების აჩქარებას და მცირე მოცულობაში მათ დასაჭერად საჭიროა სპეციალური მო- წყობილობა. ასეთ მოწყობილობას წარმოადგენს ამაჩქარებელი დამაგროვებელი რგოლით.ექსპერიმენტის იდეა მარტივია: თუკი ნაწილაკს აქვს ელექტრული დი- პოლური მომენტი, ამაჩქარებლის წრიულ ორბიტაზე მოძრაობისას მასზე მოქმე- დებს მაბრუნებელი მომენტი, რაც იწვევს სპინის პრეცესიას და შედეგად დროის განმავლობაში მისი საწყისი მიმართულება იცვლება. ამ ცვლილების გაზომვა შე- საძლებელა პოლარიმეტრიის საშუალებით. 2011 წელს JEDI (Juelich Electric Dipole moment Investigations) საერთაშორისო კოლაბორაციის მიერ შემოთავა- ზებულ იქნა პროტონისა და დეიტრონის ედმ-ის კვლევების პროგრამა, რომლიც განხორციელება იგეგმება გერმანიის ქალაქ იულიხის კვლევითი ცენტრის ამაჩ- ქარებელზე. სამაგისტრო ნაშრომი ეხება პოლარიმეტრის ძირითადი ელემენტის LYSO კრისტალების თვისებების შესწავლას.