ავტორიზაცია
ჯაკივ-რების განტოლება
ავტორი: გაგა ლურსმანაშვილისაკვანძო სიტყვები: ჯაკივ-რების
ანოტაცია:
დირაკის განტოლება მოწოდებულია რელატივისტური სპინით ½ ნაწილაკების (ელექტრონების, პროტონების, ნეიტრონების, ნეიტრინოების) აღსაწერად, ამასთან ერთად ამ ერთი შეხედვით რელატივისტურ ობიექტებს ფორმალურად ატარებენ არარელატივისტური კონდენსირებული გარემოს ფიზიკაში არსებულ კვაზი ნაწილაკებთან. კანსაკუთრებით ეს ეხება დაბალგანზომილებიან სისტემებს. ბოლო წლებში დაბალგანზომილებიან კონდენსირებულ სისტემებში, შესწავლის ობიექტს წარმოადგენს ტოპოლოგიური იზოლატორები. ისტორიულად ტოპოლოგიური კიდურა მდგომარეობების ერთერთი თეორეტიკულ აღწერას წარმოადგენს ე.წ. ჯაკივ-რების მოდელი. ჯაკივ რების მოდელი აღწერს ერთგანზომილებიან ფერმიონებს, რომლებიც ურთიერთქმედებენ სოლიტონურ ველთან. მათ მიერ ნაჩვენებია, რომ სოლიტონური ველი ექვივალენტურია დირაკის განტოლებაში მასის ნიშნის ცვლილებასთან. არეებში m>0-ზე და m<0-ზე იქცევიან როგორც განსხვავებული ტოპოლოგიური ფაზები,ფერმიონული ველი აღიწერება 1+1 და 1+2 დირაკის განტოლებით.