ავტორიზაცია
ქართული სოფლის მდგრადი განვითარება; პრობლემები და პერსპექტივები (სოფელ კალაურის მაგალითზე)
ავტორი: თამარი ჩიბარაშვილისაკვანძო სიტყვები: მიგრაცია, მდგრადი განვითარება, ტურიზმი, ეკოლოგიური მდგომარეობა
ანოტაცია:
მდგრადი განვითარება — საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემაა, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას ისარგებლონ შექცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი. მდგრადი განვითარება გულისხმობს ეკონომიკური ზრდის ისეთ ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების კეთილდღეობას მოკლე, საშუალო და, რაც მთავარია, ხანგრძლივი ვადით. იგი ეფუძნება პრინციპს, რომლის თანახმად, დღევანდელობის მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მომავალ თაობებს. ჩემი აზრით, მდგრადი განვითარება უნდა დაიწყოს ლოკალური ადგილებიდან, შემდეგ მას მიეცეს რეგიონული ხასიათი, ხოლო საბოლოოდ - გლობალური. ჩემი მიზანიც ეს არის, სოციალური გამოკითხვა ჩავატარე სხვადასხვა მიმართულებით, მშობლიურ, სოფელ კალაურში, რომლებიც მოიცავდა: მიგრაციას, შობადობას, განათლებას, ეკოლოგიური მდგომარეობას, ტყის რესურსებს, მიწის რესურსებს, სოციალურ ფონს, ბუნებრივ მოვლენებსა და ტურიზმს. გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ მდგრადი განვითარების განსავითარებლად დიდი ძალისხმევა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო.