ავტორიზაცია
მკერდის კიბოს მკურნალობა ჰიპერთემიის მეთოდით
ავტორი: ალექსანდრე ტატიშვილისაკვანძო სიტყვები: ჰიპერთერმია, კიბო, მკურნალობა, მკერდის კიბო, მკერდი
ანოტაცია:
ნაშრომში წარმოდგენილია კიბოს მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი კერძოდ კობოს ფერომაგნიტული ნანონაწილაკებით მკურნალობა ჰიპერთერმიის მეთოდით. ჰიპერთერმიის გზით შესაძლებელია რამოდენიმე მეთოდით სიმსივნის მკურნალობა, მაგალითად, შესაძლებელია უშუალოდ მაგნიტური ნანონაწილაკების ჩანერგვა სიმსივნურ წანაზარდთან (ჩანერგვის გზები და მეთოდები ქვემოთ უფრო დაწვრილებით იქნება განხილული) და უშუალოდ ჰიპერთერმული გზით სიმსივნის გახურება 41˚C გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე, ასევე შესაძლებელია მაგნიტური ნანონაწილაკები გახდნენ მთავარი სამკურნალო ქიმიკატის გადამტანები და ასევე ქიმიკატების თერმული აქსელერატორები. მაგნიტური ნანონაწილაკების სხეულში შეყვანისას გასათვალისწინებელია უსაფრთხო დოზირება, რომლიც არ დააზიანებს ადამიანის ღვიძლს ან სიმსივნის გარშემო არსებულ ჯანმრთელ ქსოვილებს. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ რა ტიპის ნივთიერება იქნება არა ალერგიული და ორგანიზმთან შეთავსებადი. ამასთან ერთდ შერჩეული ნივთიერების მაგნიტური შეღწევადობაც არ უნდა იყოს დაბალი. დოზირებისა და ნივთიერების შერჩევასთან ერთად ფაქიზად არის შესარჩევია გარე მაგნიტური ველის სიმძლავრე რომელიც შეძლებს სისხლის მიმოქცევის და კანისა და სხვა ქსოვილების გათვალისწინებით სასურველ სიღრმეზე ფერომაგნიტულ ნანონაწილაკებზე ზემოქმედებას და მათ გახურებას ისე, რომ გზად არ დააზიანებს შესაბამის ქსოვილებსა და ჯანმრთელ უჯრედებს. გარე მაგნიტური ველის სიმძლავრესთან ერთად აუცილებელია შეირჩეს გარე მაგნიტური ველის სიხშირე რომელიც უსაფრთხო იქნება ადამიანის უჯრედებთან და ქსოვილებთან სამუშაო. კონკრეტული ამოცანისათვის სიხშირე არ უნდა იყოს მაიონიზებელი სიხშირის დიაპაზონის. საბოლოოდ გასათვალისწინებელია ბიოქსოვილების და უჯრედების სითბოგამტარობა და სისხლისმიმოქცევასთან ერთად სითბოცვლის დინამიკა. ნაშრომის მიზანია კომპიუტერულად შექმნას ისეთი ზუსტი მოდელი რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება რეალურ ექსპერიმენტებს და შესაძლებელი იქნება მაში ახალი პარამეტრებით სასურველი შედეგების მიღება და ამასთან ერთად მოდელი არ მოითხოვს დიდ კომპიუტერულ რესურსს.