ავტორიზაცია
ფერმის აჩქარების მოდელირება
ავტორი: ნიკა ქოჩქიანიანოტაცია:
მოხსენებაში განვიხილე კოსმოსურ სხივებში მუხტების აჩქარების ფერმის ჰიპოთეზა და მის საფუძველზე აგებული ულამის მოდელი. ამ მოდელში განვიხილე ნაწილაკის მოძრაობის დინამიკა ორ უძრავ და ჰარმონიულად მერხევ კედელს შორის. ვაჩვენე ნაწილაკის სიჩქარის ზღვარი (როგორც სხვა შრომებიდან არის ცნობილი), ასევე სიჩქარის კლების, ქაოსური და ფრაქტალური დინამიკა, რაც სიახლეს წარმოადგენს. შევისწავლე ამ სიგნალის ქაოსური თვისებები, მივიღე რეგულარული და ქაოსური რეჟიმების არეები სისტემის ფაზურ სივრცეში, რაც არაწრფივი დინამიკის რთულ ამოცანას მიეკუთვნება. ფრაქტალური პროცესების მოდელირება ჩავატარე კომპიუტერული მათემატიკური სისტემა მატლაბის საშუალებით. ვიყენებ არაწრფივი დინამიკის თანამედროვე რიცხვით მეთოდებს, რაც საინტერესოს ხდის მოხსენებას და სასარგებლო იქნება არაწრფივი დინამიკის თანამედროვე პრობლემებით დაინტერესებული როგორც ფიზიკის, ასევე მათემატიკის მიმართულების სტუდენტებისათვის.