ka | en
Company Slogan TODO

ავტორიზაცია

მომხმარებლის სახელი
პაროლი

ბორჯომის ხეობის გეოლოგია და პალეოგენური ნალექების ნამარხი ნაკვალევები

ავტორი: ლევან ლებანიძე
საკვანძო სიტყვები: პალეოგენი, ეოცენი, ნამარხი ნაკვალევი, ეპიქნია
ანოტაცია:

ბორჯომის რაიონში უძველეს ნალექებს წარმოადგენენ პალეოცენ-ქვედაეოცენური ასაკის, “ბორჯომის წყების” ფლიშური წარმონაქმნები, რომლებიც წარმოდგენილია ქვიშაქვა–ალევროლიტური კლასტურ–კირქვიანი ფლიშით. მისვის დამახასიათებელია რიტმულობა, გრადაციული შრეებრიობა, ციკლოტემები და სხვა ფლიშისთვის დამახასიათებელი ნიშნები. „ბორჯომის წყება“ აგებულია კლასტური კირქვებით, მერგელებით, თიხებით, არგილიტებით და მერგელოვანი და ალევრიტული ტურბიდიტებით. მათ თავზე ადევს შუაეოცენური მძლავრი ვულკანოგენურ-დანალექი სერია, რომელიც სამ წყებად ნაწილდება. ბორჯომის წყებას აგრძელებს 1000მ სიმძლავრის სუბტუტე ბაზალტების შრეებრივი ვულკანოკლასტოლითებით აგებული ლიკანის წყება. მას მოყვება ქვაბისხევის წყება, რომელიც წარმოდგენილია ლავური განფენების და შრეებრივი ტუფების მორიგეობით, სიმძლავრე 600მ. შუაეოცენის ზედა ნაწილს შეადგენს 1500მ სიმძლავრის, დაბალტიტანიანი ბაზალტების ლავო- და ტუფბრექჩიებით და ლავური განფენებით აგებული დვირის წყება. „ბორჯომის წყების“ პალეოცენურ ნაწილში (დაბისხევის ქვეწყება) პირველად იქნა გამოვლენილი იქნოგვარების Avetoichnus და Chondrites წარმომადგენლები. Avetoichnus–ის და Chondrites–ის ნაკვალევების კომბინაცია დამახასიათებელია წვრილმარცვლოვანი ტურბიდიტული სისტემების დისტალური მერგელოვანი და ალევრიტული ტურბიდიტებისათვის (იტალია, პოლონეთი, ესპანეთი). Avetoichnus Luisae-ის ეგზემპლარების დეტალურმა ტაფონომიურმა ანალიზმა აჩვენა,რომ ძლიერ ცვალებადია მისი სიგრძე, ზოგადი ფორმა, მაქსიმალური დიამეტრი, ლაქების მაქსიმალური სიგანე, ლაქების მოხაზულობა, ლაქების განლაგება, სპირალის განლაგება, ცენტრალურ ნაწილი (ღერძი) და კიდეების ამოზნექილობა. არსებული ცვალებადობა მეტყველებს იმაზე, რომ უცნობი ორგანიზმი არეგულირებდა მის აქტივობას (აგრიქნიული ან ფოდიქნიური) განსხვავებული სტრატეგიებით ტურბიდიტული გარემოს ცვლილებების შესაბამისად. შუაეოცენურ ნალექებში ნამარხი ნაკვალევები დაკავშირებულია ლიკანის წყების ზედა ნაწილთან და გამოვლენილია მდ. მტკვრის (ახალდაბა) ჭრილში. შუაეოცენური იქნოკომპლექსში ჩვენს მიერ დადგენილია რთული რადიალური, სპირალური და მეანდრირებადი და მათი კომბინაციებით მიღებული ნაკვალევები, რომლებიც მიეკუთვნებიან შემდეგ იქნოგვარებს: Cochlichnus, Glockerichnus, Nereites, Scolicia და Spirophycus. ნამარხი ნაკვალევების ასეთი რთული ტრაექტორიები დაკავშირებულია Nereites-ის იქნოფაციესთან, რომლებიც შეესაბამება ბიოტოპებს სტაბილური გარემოთი და შეზღუდული საკვები რესურსებით (ღრმა ზღვის ფსკერი). ამრიგად, ბორჯომის რაიონის პალეოცენ–ქვედაეოცენური აუზის აღნიშნული უბანი წარმოადგენდა წვრილმარცვლოვანი ტურბიდიტული სისტემის დისტალურ ნაწილს და მისთვის დამახასიათებელი იყო სედიმენტაციის დაბალ–ოქსიგენური გარემო (ინდიკატორი Chondrites). შუაეოცენში აღნიშნული ტერიტორია , როგორც იქნოლოგიური მონაცემებით ირკვევა, ღრმა ზღვის ფსკერს წარმოადგენდა.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com