ka | en
ავტორიზაცია
ვან დერ პოლის ოსცილატორი ფრიქციულ რხევებში
ავტორი: ვალენტინა სარქისოვისაკვანძო სიტყვები: ფრიქციული რხევები, ვან დერ პოლის ოსცილატორი, ორი ბმული ვან დერ პოლის ოსცილატორი
ანოტაცია:
ერთბლოკიანი სისტემის ჰაიკინის ამოცანაში ბლოკის დაბალი სიჩქარეებისათვის მიღებულია ვან დერ პოლის განტოლება, რომელიც აღწერს ფრიქციულ ავტორხევებს. ამ მოდელში ნაჩვენებია „stick-slip“ დინამიკის არსებობა . განხილულია როგორც ერთი ,ასევე ორი ბმული ვან დერ პოლის ოსცილატორის დინამიკა . ერთ ვან დერ პოლში ნაჩვენებია ქაოსური მდგომარეობა და მიღებულია რეზონანსი როგორც წრფივი,ასევე არაწრფივი განტოლებისათვის . ორ ბმულ ვან დერ პოლის ოსცილატორში რეკურენტული მიმდევრობების მეთოდის საშუალებით ნაჩვენებია ქაოსური რეჟიმი. ასევე განვიხილეთ რეზონანსული მრუდი და მიღებულია სიქრონიზაციის ეფექტი.