ka | en
Company Slogan TODO

ავტორიზაცია

მომხმარებლის სახელი
პაროლი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გეოდინამიკური პროცესების შეფასება თანამედროვე ტექნოლოგიებით

ავტორი: გიორგი გულიაშვილი
საკვანძო სიტყვები: ღვარცოფები, გლაციალური ღვარცოფები, კლდეზავვები, თოვლის ზვავები, ეროზიული მოვლენები, გამოფიტვა, მდინარეთა ნაპირების გარეცხვა.
ანოტაცია:

საკვლევი რეგიონი გამორჩეულია უნიკალური ბუნებრივი პირობებით, გეოლოგიური აგებულებით, ლანდშაფტებით, ისტორიული და კულტურული ძეგლების სიუხვით, სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილმდებარეობით, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში ინტენსიურმა საინჟინრო-სამეურნეო საქმიანობამ (გზების გაყვანამ, სტიქიური პროცესებისადმი სარისკო ტერიტორიების ათვისებამ, მაღალი გადამცემი ანძების დადგმამ, ჰესების მშენებლობამ, გაზის მილსადენების გაყვანამ, რელიეფის ანთროპოგენიზაციამ) და ბუნებრივმა პირობებმა გამოიწვია საშიში გეოდინამიკური პროცესების (ღვარცოფები, გლაციალური ღვარცოფები, კლდეზავვები, თოვლის ზვავები, ეროზიული მოვლენები, გამოფიტვა, მდინარეთა ნაპირების გარეცხვა) დიდი მასშტაბებით გააქტიურება, რასაც თან ახლავს ყოველწლიურად მნიშვნელოვანი მატერიალულ-ტექნიკური ზარალი, არცთუ ისე იშვიათია ადამიანის დაღუპვის ფაქტები. საკვლევ ტერიტორიაზე განვითარებულია მრავალსახეობრივი გეოდინამიკური პროცესები. ამ მხრივ რეგიონი ერთ-ერთი კლასიკური მაგალითია, თანამედროვე სტიქიურ-დამანგრეველი პროცესების გამოვლინების, სადაც ეკოლოგიური დაძაბულობა განსაკუთრებით საშიშ კატეგორიამდეა მისული. რეგიონში განვითარებულია თითქმის ყველა სახის გეოდინამიკური პროცესი: ღვარცოფები, მეწყერები, წყალდიდობები, თოვლის ზვავები, კლდეზვავები, ეროზია და სხვ. სტიქიური პროცესები ვრცელდება საკვლევი ტერიტორიის თითქმის მთელ არეალში. რისი განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორიც ადამიანის ინტენსიური, საინჟინრო-სამეურნეო საქმიანობაა, რომელიც ხდება ღვარცოფების, მეწყერების, ეროზიული და გამოფიტვის პროცესების განვითარების ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების ფონზე. საქართველოს მთიან მხარეთა რიცხვში ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, სადაც ეკოლოგიური დაძაბულობა მაღალ დონეზეა ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს და კრიტიკულ ზღვრამდეა მისული. რეგიონის შესახებ არსებული მასალების შესწავლამ და თანამედროვე მდგომარეობის შედარებამ დაგვანახა, რომ ტერიტორიაზე გააქტიურებულია სტიქიური პროცესები ისეთ უბნებზე, სადაც წინა წლებში მეტნაკლებად სტაბილურობა ნარჩუნდებოდა. აქედან გამომდინარე რეგიონის გეოდინამიკური პროცესების შესწავლა, შეფასება მნიშვნელოვანია მითუმეტეს იმ ფონზე როდესაც, რეგიონში ბოლო 15-20 წელია მსგავსი ტიპის შესწავლა არ გაკეთებულა. წინამდებარე ნაშრომის მთავარი ამოცანა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თანამედროვე გეოდინამიკური პროცესების შეფასებაა.


მიმაგრებული ფაილები:

Kazbegi Municipaliti Geodynamic processes Assessment Based on the Modern Technologies [en]
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გეოდინამიკური პროცესების შეფასება თანამედროვე ტექნოლოგიებით [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com