ka | en
Company Slogan TODO

ავტორიზაცია

მომხმარებლის სახელი
პაროლი

ჭექაქუხილზე დაკვირვების სისტემა ზეგრძელი ელექტრომაგნიტური ტალღების დიაპაზონში

ავტორი: ნინო ყვავაძე
ანოტაცია:

ელვის ზემოქმედების შესწავლა დედამიწის ზედაპირზე და ატმოსფეროში წარმოადგენს გეოფიზიკის და ატმოსფეროს ფიზიკის მნიშვნელოვან ამოცანას. ასევე, მნიშვნელოვანია ელჭექით გამოწვეული საშიშროებისა და რისკების შეფასება. ამ ამოცანების შესასწავლად აუცილებელია დაკვირვების ქსელის არსებობა და მისი მონაცემების დამუშავება. აქამდე ასეთი დაკვირვებები საქართველოს ტერიტორიაზე არ ტარდებოდა. პირველი ელექტრომაგნიტური ტალღების მიმღები სადგური ამუშავდა 2016 წლის მაისში, თბილისთან ახლოს, სოფელ ტაბახმელაში არსებულ თსუ-ს იონოსფეროს ობსერვატორიაში. ნაშრომში მოკლედ არის აღწერილი ელჭექის მექანიზმი და მიმოხილულია დაკვირვების და მონაცემთა ანალიზის არსებული მეთოდები. ნაჩვენებია საშიშროების რუკა საქართველოს ტერიტორიისთვის, რომელიც მიღებული იყო რომელიც მიღებული იყო თსუ-ს მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტში. აღწერილია შექმნილი სადგურის აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა. დაკვირვება მიმდინარეობს ელექტრომაგნიტური ტალღების 1-24 kHz სიხშირულ დიაპაზონში. მისი მგრძნობისრობა საკმარისია მძლავრი ელვების 100 კილომეტრ რადიუსში რეგისტრაციისათვის. მოყვანილია უკვე არსებული მონაცემები. მომავლისთვის იგეგმება სადგურის ჩართვა საერთაშორისო ქსელში, რაც გააუმჯობესებს მონაცემების ხარისხს და მოგვცემს მთელი მსოფლიოს მაშტაბით არსებული ქსელის მონაცემების გამოყენების საშუალებას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com