ავტორიზაცია
თბილისის რელიეფის ანთროპოგენური ტრანსფორმაცია
ავტორი: ლელა გადრანისაკვანძო სიტყვები: გეოგრაფია, გეომორფოლოგია, რელიეფი, ანთროპოგენური ტრანსფორმაცია, თბილისი
ანოტაცია:
პირველად, კაცობრიობის ისტორიაში, დედამიწა პატარა და დაუცველი გვეჩვენება. ექსტრემალურად გაიზარდა ადამიანის შესაძლებლობები, ექსპლუატაცია გაუწიოს ბუნებას.თბილისის, როგორც დედაქალაქის ფუნქციონირებისთვის უმთავრესია მისი გეოგრაფიული გარემოს მდგრადობა, მისი ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორებისა და პროცესების ჯეროვანი შესწავლა და გათვალისწინება ქალაქის განვითარების ტენდენციაში. - ბოლო ათწლეულის მანძილზე განხორციელებულმა და მიმდინარე დიდი ინფრასტრუქტურული და საზოგადოებრივ - საბინაო ობიექტების აქტიურმა განვითარებამ პირდაპირი ასახვა ჰპოვა თბილისის რელიეფში. ადამიანის აქტიურმა ანთროპოგენურმა ჩარევამ გარკვეულ უბნებზე განაპირობა ეგზოდინამიკური პროცესების წარმოქმნა-გააქტიურება. ამდენად თბილისის რელიეფის და მისი ანთროპოგენური ტრანსფორმაციის შესწავლა აქტუალური საკითხია.