ავტორიზაცია
არაწრფივი ტალღური ეფექტები კონდენსირებული გარემოს სისრემებში
ავტორი: მერაბ მალიშავასაკვანძო სიტყვები: კანტილევერები, ტალღები, არაწრფივი ეფექტები
ანოტაცია:
ამ მოხსენებაში ჩვენ განვიხილავთ არაწრფივი ტალღების გავრცელებას კონდენსირებული გარემოს სისტემებში, კერძოდ კანტილევერებში. კანტილევერები წარმოადგენს დისკრეტულ მექნიკურ ნანოსტრუქტურას, რომელიც წარმატებით გამოიყენება ნანოტექნოლოგიებში და ბიოფიზიკაში. ის მზადდება სტანდარტული ლითოგრაფიის გამოყენებით. კანტილევერების ჯაჭვს წარმოვიდგენთ, როგორც სტანდარტულ ფერმი-პასტა-ულამის კიბეს, რომელიც 1954 წლის პირველი რიცხვითი ექსპერიმენტის შემდეგ იქცა კონდენსირებული გარემოს სხვადასხვა სისტემის მოდელირების მძლავრ მექანიზმად. ჩვენი იდეა წარმოადგენს ორი ასეთი კიბის სუსტად დაკავშირებას და შექმნილ სისტემაში გამაძლიერებლის შექმნის შესაძლებლობის განხილვას. დღეისთვის ცნობილია, რომ ჩვეულებრივი ფერმი-პასტა-ულამის ორი სუსტად ბმული კიბისთვის ასეთი მექანიზმის განხორციელება შესაძლებელია. ამ ნაშრომში ჩვენ წარმოვიდგენთ მსგავსი მექანიზმის უფრო ზოგად მოდელს, მივიღებთ მის დისპერსიას და მოძრაობის განტოლების ამონახსნებს, წარმოვიდგენთ რიცხვით ექსპერიმენტებს და განვიხილავთ გამაძლიერებლის შექმნის შესაძლებლობას.