ka | en
ავტორიზაცია
წყალბადის ატომის იონიზაცია
ავტორი: ალექსანდრე ღურჭუმელიასაკვანძო სიტყვები: წყალბადის ატომი, იონიზაცია, დიფერენციალური განივკვეთი
ანოტაცია:
ნაშრომში შესწავლილია წყალბადის ატომის ჩქარი ელექტრონებით იონიზაციის პროცესი ბორნის პირველი და მეორე მიახლოების გამოყენებით და შედეგები შედარებულია ექსპერიმენტულ მონაცემებს. დაჯახების შემდეგ გაფანტულ და ამოტყორცნილ ელექტრონებს შორის ურთიერთქმედების გათვალისწინება ხდება მიახლოებით, გამოვის ფაქტორით, რაც აუმჯობესებს პროცესის განივკვეთის თეორიული მნიშვნელობის ექსპერიმენტულ მონაცემებთან თვისობრივ თანხვედრას.