ავტორიზაცია
არაიონური შებრუნებული მიცელების მიკროგარემოს შესწავლა ულტრაიისფერ-ხილული სპექტროსკოპიის გამოყენებით
ავტორი: salome qadagishviliსაკვანძო სიტყვები: შებრუნებული მიცელა, პარა-ნიტროანილინი, შეკავშირების მუდმივა.
ანოტაცია:
შესწავლილია არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერების ტეტრაეთილენგლიკოლ მონო დოდეცილის ეთერის (Brij-30) საფუძველზე მომზადებული მიცელების მიკროგარემო ულტრაიისფერი-ხილული სპექტროსკოპიის მეთოდით მოლეკულურ სინჯად პარა-ნიტროანილინის გამოყენებით. შებრუნებული მიცელური ხსნარები მზადდებოდა აღნიშნული ზედაპირულად აქტიური ნივთიერების გარკვეული რაოდენობის გახსნით ჰექსანში. შედეგები შედარდა ანალოგიურ სისტემებში ორთო-ნიტროანილინის გამოყენებით მიღებულ შედეგებს. აღმოჩნდა, რომ ორთო-ნიტროანილინის Brij- 30-ის შებრუნებული მიცელასთან შეკავშირების მუდმივებს შედარებით მაღალი მნიშვნელობა აქვთ, ვიდრე აღნიშნულ სიდიდეს პარა-ნიტროანილინისთვის უწყლო გარემოში. ამის საპირისპიროდ, წყლის წვეთების თანაობისას პარა- ნიტროანილინის Brij-30-ის შებრუნებულ მიცელასთან შეკავშირების მუდმივა აჭარბებს იგივე სიდიდეს ორთო-ნიტროანილინის შემთხვევაში.