ka | en
ავტორიზაცია
„მუხტის მოძრაობის მოდელირება გეომაგნიტურ ველში“
ავტორი: მაგდა სვანიძესაკვანძო სიტყვები: პოლარული ნათება, შტირმერის თეორია.
ანოტაცია:
ნაშრომში განხილულია ავრორალური ნათების გამომწვევი მიზეზები შტიორმერის თეორიის მიხედვით. ამ თეორიის თანახმად არსებობენ კოსმოსური სხივებისათვის დასაშვები და აკრძალული არეები. მოდელირებამ აჩვენა, რომ დასაშვები არეები არის ღია ან დახურილი სივრცე დედამიწის ახლო არეში. ამ არეში ნაწილაკი ვერ მოხვდება გარეკოსმოსიდან და წარმოადგენს დედამიწის მაგნიტური ველის მიერ ჩაჭერილი მაღალენერგეტიკული ნაწილაკების დასაშვებ ზონას, რომელიც შეესაბამება რადიაციულ სარტყელებს. ნაშრომში ნაჩვენებია, რომ დასაშვები არეების გეომეტრია დამოკიდებულია კოსმოსური სხივების ენერგიაზე და განსაზღვრულია მაგნიტური ველის დიპოლური ხასიათით.