ავტორიზაცია
ბირთვული ენერგეტიკა და მისი ეკოლოგიური ასპექტები
ავტორი: sergo tabagariსაკვანძო სიტყვები: ბირთვული ენერგეტიკა, ალტერნატიული ენერგია, ატომური ენერგეტიკა, რადიაციის სახეები, დოზიმეტრიის ძირითადი ცნებები, გამოსხივება, რადიაცია, ბირთვული რეაქტორი, კრიტიკული მასა
ანოტაცია:
ანოტაცია. ადამიანი ბუნების ნაწილია. მისი მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და თვით არსებობა უზრუნველყოფილია ბუნებასთან ურთიერთობით. ადამიანთა ზემოქმედების უკანასკნელი 100-200 წლის შედეგები თავისი მასშტაბებითა და მრავალგვარობით ბევრად აღემატება წინა ათასწლეულში მომხდარ ზემოქმედებას, განსაკუთრებით ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ბირთული ენერგეტიკა შედარებით ახალი დარგია. წარმოების არც ერთი სფეროს განვითარების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის არ არსებობს შეხედულებათა ისეთი მკვეთრი სხვაობა, როგორც ამ შემთხვევაშია. სწორედ ბირთულ ენერგეტიკაა მიმოხილული მოცემულ თემაში. ჩერნობილის კატასტროფა ატომური ენერგეტიკის დადებით მხარეებს მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს. თემაში განხილული იქნება როგორც ატომური ენერგეტიკის უპირატესობები, ისე მისი უარყოფითი მხარეები. ატომური ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივები ჯერ კიდევ საკამათოა, არ არის გამორიცხული, რომ არც თუ შორეულ მომავალში ატომური სადგურის მშენებლობის საკითხი დადგეს საქართველოშიც. პრინციპულად ეს დასაშვებია, მაგრამ გასათვალისწინებელია მრავალი ფაქტორი. თუმცა, ბირთვული ენერგია ენერგეტიკის მუდმივი კრიზისისაგან რეალურ გამოსავლად ისახება.