ავტორიზაცია
ლიპოსომების საშუალებით ოსტეოპოროზისა და სხვა კალციუმის ნაკლებობით გამოწვეული დაავადებების მკურნალობა
ავტორი: გვანცა ლაზარაშვილისაკვანძო სიტყვები: ოსტეოპოროზი, ლიპოსომა, კალციუმი, ნაკლებობა
ანოტაცია:
მედიცინისა და ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად იზრდება ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა, შესაბამისად იმატებს ხანდაზმული ადამიანების რაოდენობა. ვინაიდან ასაკოვან ინდივიდებში ფართოდ გავრცელებულია ოსტეოპოროზი, დღევანდელ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით სარწმუნოა ამ დაავადების მომავალი ეპიდემიურობა. მკურნალობისას პაციენტებისათვის რეკომენდირებულია დიდი რაოდენობით კალციუმისა და D ვიტამინის მიღება. ცნობილია, რომ დანამატების სახით კალციუმის მიღებას თან ახლავს ძლიერი უკუჩვენებები. თუკი წამლის მოქმედებისათვის საჭირო კონცენტრაცია არც ისე დაბალია ვიდრე ტოქსიკური კონცენტრაცია, მისი გამოყენება არაეფექტურია. სწორედ ტოქსიკურობის შემცირებისა და ეფექტურობის გაზრდისათვის სხვადასხვა ნივთიერებების ორგანიზმში გადასატანად იყენებენ ნანონაწილაკებს, რომელთაგანაც ყველაზე კარგად შესწავლილია ლიპოსომები. ლიპოსომებს დანარჩენი ნანონაწილაკებისაგან გამოარჩევს აბსოლუტური ბიოდეგრადაციის უნარი, რაც სხვა შემთხვევებში სრულად არ მიიღწევა. ამ კვლევის განმავლობაში ჩვენი მიზანია მივიღოთ სტაბილური, ერთგვაროვანი ლიპოსომები და მოვახდინოთ მათში კალციუმის ინკაფსულაცია. შემდეგ კი დავაკვირდებით მათ მოქმედებას in vivo გარემოში.