ka | en
Company Slogan TODO

ავტორიზაცია

მომხმარებლის სახელი
პაროლი

ქვემო ქართლში ნიადაგის დეგრადაციის ძირითადი ფაქტორები

ავტორი: სალომე სირაძე
საკვანძო სიტყვები: ნიადაგების ნაყოფიერება, დამლაშება, ნიადაგების დეგრადაცია
ანოტაცია:

გარემოს დაცვის პრობლემური საკითხების გადაწყვეტა დაკავშირებულია ამა თუ იმ ქვეყნის სამეცნიერო, ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებთან. ნიადაგების და მისი ნაყოფიერების შენარჩუნებისა და აღდგენის თემა დღითი დღე აქტუალური ხდება მსოფლიო მასშტაბით, რადგანაც არასწორი ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად მოსახლეობის ინტენსიური ზრდის ფონზე ნაყოფიერი ნიადაგების საფარი კლებას განიცდის. თემაში აღწერილია ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ეხება ნიადაგების დეგრადაციას და რომელიც საფრთხეს უქმნის ნიადაგების ნაყოფიერებას. ნიადაგწარმოქმნის პროცესებსა და შედგენილობაზე დიდი გავლენა მოახდინა სამეურნეო ზემოქმედებამ. განსაკუთრებით მკვეთრი იყო გავლენა საქართველოს დაბლობებსა და გორაკ-ბორცვიან ზონაში, სადაც ნიადაგის ნაყოფიერების ასამაღლებლად ჩატარებულ ღონისძიებათა ზეგავლენით ნიადაგებმა მკვეთრად შეიცვალა თავიანთი პირვანდელი სახე და გარდაიქმნა ანთროპოგენურ ნიადაგებად. საკვლევი რეგიონი მოიცავს თბილისის აღმოსავლეთით მდებარე და გარდაბნის რაიონის ტერიტორიებს. საკვლევ რეგიონში უმეტესად გავრცელებულია რუხი-ყავისფერი, მდელოს რუხი-ყავისფერი და შავი ნიადაგური ტიპები თავისი ქვეტიპებითა და გვარებით. ქვემო ქართლის ნიადაგებისთვის ყოველთვის პრობლემური იყო დამლაშება, რადგანაც აქ გავრცელებული ნიადაგები და დედა ქანი ბუნებრივად შეიცავს სხვადასხვა ადვილადხსნად მარილებს, მაგრამ ინტენსიურ დამლაშებას ხელი გარკვეულწილად შეუწყო არასწორმა ანთროპოგენურმა საქმიანობამ. კერძოდ მოსახლეობის მიერ ნიადაგების არასწორმა მორწყვითმა მელიორაციამ, ნიადაგების არასწორმა ექსპლოატაციამ, არანორმირებულმა მორწყვითმა მელიორაციამ კი გამოიწვია ნიადაგების მეორადი დამლაშების პრობლემა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საკვლევ რეგიონში არსებული ნიადაგების ფართობის აბსოლუტური უმეტესობა სახნავია. რეგიონში არსებული სახნავი ფართობების 20% დღესაც არ მუშავდება და ძირითადად გამოყენებულია სათიბ-საძოვრებად. მოსახლეობა არ ხნავს უკვე რამოდენიმე წელია და ძირითადად ამ ფართობებს სათიბ-საძოვრებად იყენებენ. აღნიშნული კი ხელს უწყობს ნიადაგების გაყამირებას, ხდება ნიადაგების დაჯდომა, მცირდება ფორიანობა და ა. შ. ასევე ხშირად ხდება ამ ტერიტორიების არასწორი მორწყვა, რაც საბოლოოდ იწვევს ნიადაგების მეორად დამლაშებას. ნაშრომში განხილულია ასევე დამლაშებული ნიადაგების აღდგენითი მელიორაციული ღონისძიებები.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com