ავტორიზაცია
ბენზოინის ენანტიომერების დაყოფა მაღალ ეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში ახალი, კორშელის ტიპის სილიკაგელის ბაზაზე მომზადებული პოლისაქარიდული ქირალური სტაციონალური ფაზების გამოყენებით
ავტორი: თეონა ორჯონიკიძესაკვანძო სიტყვები: მაღალ-ეფექტური სითხური ქრომატოგრაფია, კორშელი
ანოტაცია:
მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია ენანტიომერების დაყოფის უმნიშვნელოვანესი მეთოდია. დღესდღეობით ქრომატოგრაფიული დაყოფისათვის გამოიყენება სრულიად ფოროვანი სილიკაგელის ბაზაზე მომზადებული სვეტები (სტანდარტული) რომელიც თანდათანობით იცვლება ახალი, ზედაპირულად ფოროვანი გლუვი სილიკაგელის (ზფგს) ბაზაზე მომზადებული სვეტებით( core–shell). მას შემდეგ რაც რაც ახალი ტექნოლოგია გამოსცადეს და წარადგინეს საბოლოო სახით, მან მოიპოვა აღიარება და წარმატება საერთაშორისო მასშტაბებით. ზედაპირულად ფოროვანი სილიკაგელის ბაზაზე მომზადებული სვეტები ხასიათდება რიგი უპირატესობით სტანდარტულ სვეტებთან შედარებით: 1. ამ ტიპის სვეტების გამოყენება საშუალებას გვაძლევს ეფექტურობის დაუკარგავად ჩავატაროთ ანალიზები გაცილებით სწრაფად. 2. სვეტის მაღალი ეფექტურობა( მაღალი თეორიული თეფშების რიცხვი ) 3. ზფგს ტიპის სვეტებში არის ნაწილაკთა ერთგვაროვანი ზომები, რომლებიც ერთ-ერთი ძირითად უპირატესობას წარმოადგენს .