ka | en
ავტორიზაცია
MnO2 დენის წყაროებში
ავტორი: მარინა სოსელიასაკვანძო სიტყვები: მანგანუმის დიოქსიდი, ენერგიის წყაროები, სუპერკონდენსატორი, ელექტროქიმიური აქტიურობა
ანოტაცია:
მანგანუმის დიოქსიდი თავისი საინტერესო ფიზიკური და ქიმიური თვისებების გამო ფართოდ გამოიყენება კატალიზის, იონ გაცვლის, მოლეკულური ადსორბციის, ბიოსენსორების და ენერგიის დაგროვების სფეროში. მისი ზოგიერთი მოდიფიკაციის ელექტროაქტიურობის გამო იგი ფართოდ გამოიყენება ენერგიის შენახვის მოწყობილობებში. მრავალი მკლევარი მანგანუმის დიოქსიდს იაფფასიან და უვნებელ დენის წყაროს ალტერნატივად მიიჩნევს. ამრიგად, მისი კვლევა და გამოყენება სუპერკონდესატორებისათვის და ბატარეებისათვის დღეისათვის აქტუალურ საკითხს წარმოადგენს.