ka | en
Company Slogan TODO

ავტორიზაცია

მომხმარებლის სახელი
პაროლი

ადამანტანის ფრაგმენტის შემცველი ზოგიერთი ჰეტეროციკლების სინთეზი და კვლევა

ავტორი: მარინა სოსელია
საკვანძო სიტყვები: ადამანტანი, ბენზიმიდაზოლი, ბენზოქსაზოლი, ორგანული სინთეზი
ანოტაცია:

ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ძიების მიზნით სინთეზირებულ იქნა 5(6)–ჰიდროქსი–2–(1–ადამანტილ)ბენზიმიდაზოლი და N-6–[(1–ადამანტილ)კარბოქსამიდო]ბენზოქსაზოლი საწყისი ფენოლიდან 4 სინთეზის საფეხურის გავლით., შესწავლილ იქნა (N-(3-ჰიდროქსი-4-ამინოფენილ)ადამანტან-1-კარბოქსამიდის სხვადასხვა ალდეჰიდებთან და ნიტრილებთან ციკლიზაციის პირობები. განხორციელდა 7-(ადამანტან-1-ილ)-2-(არილ)-8H-იმიდაზო[4,5-e]ბენზიმიდაზოლის წარმოებულების სინთეზი 7 საფეხურის გავლით. მიღებულ იქნა 5(6)-კარბოქსი-2-(1–ადამანტილ)ბენზიმიდაზოლის წარმოებულები და შესწავლილ იქნა მათი რეაქციისუნარიანობა ამინო ადამანტანთან და ჰიდრაზინ ჰიდრატთან. დადგინდა სინთეზირებული ნაერთების აგებულება და შედგენილობა კვლევის თანამედროვე ფიზიკურ-ქიმიური მეთოდებით: იწ, უი, 1H ბმრ, 13C ბმრ, DEPT, HMQC, HMBC, მას–სპექტროსკოპის და ელემენტური ანალიზით. მომზადდა სინთეზირებული ნაერთების სუფთა ნიმუშები ბიო–სკრინინგისათვის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com