ka | en
Company Slogan TODO

ავტორიზაცია

მომხმარებლის სახელი
პაროლი

ომეგა ფორმის ანტენის პარამეტრების შესწავლა

ავტორი: ბექა ფონიავა
საკვანძო სიტყვები: ომეგა, დიაგრამა
ანოტაცია:

ანალოგურ-ციფრული ტელერადიო სიგნალების გადაცემა ხორციელდება გარკვეული სიხშირის (დიაპაზონის) ელექტრომაგნიტური ტალღების საშუალებით რომლებიც ვრცელდება გარემოში სინათლის სიჩქარით. ანტენა წარმოადგენს მოწყობილობას, ემ ველის მიღება გადაცემისათვის. თანამედროვე სამყარო წარმოუდგენელია სხვადასხვა კავშირგაბმულობის საშუალებების გარეშე რომლებსაც ჩვენს ყოველდღიურობაში ვხვდებით , ტელევიზორები, რადიომიმღებები, მობილური ტელეფონები, რადარები, WI-FI-სისტემები, სხვადასხვა სამედიცინო თუ უკაბელო კავშირის დანადგარები და სხვა.ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ხელსაწყოების ეფექტური მუშაობისთვის საჭიროა მიმღები მოწყობილობის ანტენის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სიგნალის მაღალი ხარისხის ეფექტური, მიღება-გადაცემას და მთელ რიგ პარამეტრებს. დღეისთვის არსებობს ანტენის მრავალი ტიპი როგორიცაა: დიპოლური ანტენები (სუსტად მიმართული), დირექტორული, ჩარჩოსებრი, ზიგზაგისებური, ლოგოპერიოდული, სინფაზური,დაფენილი ანტენები, ყველა ესენი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მიმართულების დიაგრამით, გაძლიერების კოეფიციენტით და სხვა პარამეტრებით. წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომის ძირითადი მიზანია შევქმნათ ომეგას ტიპის ანტენა რომელიც იქნება კონსტრუქციულად მარტივი და სარეალიზაციოდ იაფი. მის მიერ გამოსხივებული ველი იყოს ერთ მხარეს მიმართული,ანუ ხასიათდებოდეს ერთ მხარეს მიმართული გამოსხივებისდიაგრამით, მივაღწიოთ შეთანხმებას კოაქსიალურ ხაზთან და კვების წყაროსთან. პროგრამულად (პროგრამის სახელი) და ექსპერიმენტულად განვსაზღვროთ მიმართულების დიაგრამა , გაძლიერების კოეფიციენტი,რეზონანსული სიხშირე, VSWR, გამოვიკვლიოთ თუ როგორ არის დამოკიდებული ანტენის გეომეტრიული ფორმა დამოკიდებული მახასიათებელ პარამეტრებზე და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე გავაკეთოთ სათანადო დასკვნები.


მიმაგრებული ფაილები:

ომეგა ფორმის ანტენის პარამეტრების შესწავლა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com