ავტორიზაცია
ბეტა-ადრენერგული აგონისტების ენანტიომერების ანალიზი პოლისაქარიდული ქირალური სელექტორებისა და პოლარულ-ორგანული მოძრავი ფაზების გამოყენებით
ავტორი: ლაშა გიუნაშვილიანოტაცია:
ენანტიომერული სისუფთავის გაზომვის სიზუსტის მაღალი დონე მიღწევადია მხოლოდ მცირე რაოდენობის ანალიზური მეთოდებით, ქირალურიმაღალეფექტურისითხური ქრომატოგრაფია კი ერთ-ერთი მათგანია. ქირალურიმაღალეფექტურისითხური ქრომატოგრაფიის გამოყენების ძირითადი უპირატესობებია: ანალიზის მოკლე დრო, აღმოჩენის დაბალი ზღვარი და გამოყენების სიმარტივე. ბეტა-ადრენერგული რეცეპტორების აგონისტი სხვადასხვა ენანტიომერები განსხვავებული ფარმაკოდინამიკით, ფარმაკოკიკენიტიკითა და ტოქსიკოლოგიით ხასიათდებიან.ბეტა-ადრენერგული მოქმედების მხრივ,ხშირ შემთხვევაში ენანტიომერებს განსხვავებული თერაპევტული მაჩვენებელი გააჩნია.წინამდებარე ნაშრომში შესწავლილი იქნა თვრამეტი ბეტა-ადრენერგული რეცეპტორებისაგონისტი:ბამბუტეროლ, კლენბუტეროლი,კლენპენტეროლი,ბრომბუტეროლი, ბუტოხამინი, სიმატეროლი, სიმბუტეროლი, დობუტამინი, ფენოტეროლი,ფორმოტეროლი,იზოქსუპრინი, ლაბეტალოლი, პირბუტეროლი, რაქტოფამინი, რიტოდრინი, სალბუტამოლი, სალმეტეროლი და ტერბუტალინი.ენანტიომერული დაყოფის მისაღწევად უძრავ ფაზად გამოყენებული იქნა პოლისაქარიდულქირალურ სტაციონარულ ფაზა, ხოლო მოძრავ ფაზად გამოყენებული იქნა წყლისა და მეთანოლის ნარევი,ანალიზები ჩატარებული იქნა მაღალ ეფექტურ სითხურქრომატოგრაფზე-Agilent 1260 HPLC სისტემის გამოყენებით, რომელიც შედგებოდა ბინარული ტუმბოსაგან და უი დეტექტორისაგან. შესწავლილი იქნა მოძრავი და უძრავი ფაზის ქიმიური გავლენა ენატიომერების დაყოფასა და ელუირებისრიგზე.წყლის კონცენტრაციის გაზრდით მეთანოლში დაყოფა ხდებოდა კლასიკური შებრუნებულფაზიანი მექანიზმით(უმეტეს შემთხვევაში ხდებოდა გამოსვლის დროისა და სელექტიურობის გაზრდა).მოძრავ ფაზაში წყლის 20%-ზე მაღალი შემცველობის შემთხვევაში დაყოფის მექანიზმსა და გამოსვლის დროს განსაზღვავდა სწორედ წყლის შემცველობა.