ავტორიზაცია
ცვლადკოეფიციენტიანი ორწერტილოვანი სასაზღვრო ამოცანის მიახლოებითი ამოხსნა ოპერატორულ-საინტერპოლაციო მეთოდით
ავტორი: ბექა თეზელიშვილიანოტაცია:
ნაშრომში გამოწერილია ცვლადკოეფიციენტიანი ორწერტილოვანი სასაზღვრო ამოცანის მიახლოებითი ამოხსნის ახალი სათვლელი ალგორითმები. მოცემული სასაზღვრო ამოცანის გრინის ფუნქციას, განხილულს როგორც არაწრფივ ოპერატორს ცვლადი კოეფიციენტის მიმართ, ვუკეთებთ აპროქსიმაციას ნიუტონის ტიპის ოპერატორული საინტერპოლაციო პოლინომის გამოყენებით. შებრუნებული ოპერატორის აპროქსიმაციისთვის აგებულია სამი განსხვავებული ტიპის ფორმულები. პირობითად ამ ფორმულებს შეიძლება ვუწოდოთ პირდაპირი, მოდიფიცირებული და დისკრეტული. შესაბამისად ცვლადკოეფიციენტიანი ორწერტილოვანი სასაზღვრო ამოცანის მიახლოებითი ამოხსნისთვისგამოყენებული გვაქვს პირდაპირი, მოდიფიცირებული და დისკრეტული ოპერატორულ-საინტერპოლაციო მეთოდები. მოყვანილია მიახლოებითი ამოხსნის ალგორითმების აღწერა და ტესტური ამოცანების თვლის შედეგები ცხრილებისა და გრაფიკების სახით.
მიმაგრებული ფაილები:
ცვლადკოეფიციენტიანი ორწერტილოვანი სასაზღვრო ამოცანის მიახლოებითი ამოხსნა ოპერატორულ-საინტერპოლაციო მეთოდით [ka]