ka | en
Company Slogan TODO

ავტორიზაცია

მომხმარებლის სახელი
პაროლი

ტრანს-სტილბენის ოქსიდის ენანტიომერების დაყოფა, მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში, ახალი, კორშელის ტიპის სილიკაგელის ბაზაზე მომზადებული პოლისაქარიდული ქირალური სტაციონალური ფაზების გამოყენებით

ავტორი: ანა ბარდაველიძე
საკვანძო სიტყვები: კორშელი, მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია
ანოტაცია:

ქირალური ნივთიერებების ენანტიომერების დაყოფა მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში მათ განსხვავებული ფიზიოლოგიური მოქმედება ახასიათებთ. ენანტიომერების ანალიზის ყველაზე მეტად გამოყენებულ ტექნიკას წარმოადგენს მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფია. რთულია მოიძებნოს ისეთი ქირალური სელექტორი, რომელზეც ნივთიერებათა დიდი ჯგუფი დაიყოფა, თუმცა ყველაზე ხშირად გამოყენებად ქირალურ სელექტორს წარმოადგენს პოლისაქარიდული ქირალური სელექტორები. ნაშრომში განხილულია ზედაპირულად ფოროვანი სტაციონალური ფაზების უპირატესობები ტრადიციულ უძრავ ფაზებთან შედარებით. ნაჩვენებია თუ რამდენად ეფექტურად და სწრაფად შეიძლება ჩატარდეს ანალიზები. მოტანილია შედეგები, რომლებიც მიღებულ იქნა ახალი სტაციონალური ფაზით მომზადებული სვეტების საშუალებით. ასევე მოტანილია ცხრილები და ვან-დეემტერის მრუდები, რომლებიც ნათლად ასახავენ რომ ამ ტიპის სვეტების გამოყენებით ტარდება ზე-სწრაფი ანალიზები, ნაკადის სიჩქარის ზრდისას შედეგი მკვეთრად არ უარესდება და მაღალ სიჩქარეებზე სვეტი არ კარგავს ეფექტურობას.


მიმაგრებული ფაილები:

საბაკალავრო ნაშრომი ანა ბარდაველიძე 2016წ [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com