ავტორიზაცია
5-აზაციტიდინისა და ლენალიდომიდის იმუნოლოგიური ეფექტების შესწავლა ანტისიმსივნურ იმუნურ პასუხში მონაწილე ეფექტორულ უჯრედებზე
ავტორი: ნათია ხარაბაძესაკვანძო სიტყვები: პროსტატა, სიმსივნე, ეფექტორული უჯრედები, Tციტოტოქსიკური უჯრედი, NK უჯრედი, NKT უჯრედი
ანოტაცია:
პროსტატის სიმსივნე ერთ-ერთი გავრცელებული სიმსივნეა მამაკაცებში და სიკვდილიანობის მიხედვით მეორე ადგილზეა სტატისტიკური მონაცემებით. მიუხედავად არსებული მკურნალობის მეთოდებისა, მაინც ვერ ხერხდება სიმსივნის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა,რაც კარგად აისახება სტატისტიკურ მონაცემებში. თანამედროვე მეთოდს წარმოადგენს სიმსივნეზე ისეთი იმუნოთერაპიული საშუალებებით ზემოქმედება, როგორებიცაა 5-აზაციტიდინი და ლენალიდომიდი. ჩვენს მიზანა ლენალიდომიდისა და 5-აზაციტიდინის, როგორც ცალკეული, ასევე კომბინირებული ეფექტის შესწავლა სიმსივნურ უჯრედებზე. არსებული ლიტერატურული მონაცემებით, ერთადერთი გამოყენება ლენალიდომიდითა და 5-აზაციტიდინით კომბინირებული თერაპიის ნანახია ჰემატოლოგიური ონკოლოგიურიპათოლოგიების დროს. არაჰემატოლოგიური სიმსივნეების თერაპიაში ამ კომბინაციის გამოყენების მონაცემები არ არის. ჩვენი კვლევა ამ მხრივ სიახლეს წარმოადგენს პროსტატის ავთვისებიან სიმსივნის იმუნოთერაპიულ მოდულაციაში. პროექტის ფარგლებში ჩვენ შევისწავლით იმუნოთერაპიული წამლების მოქმედებას სიმსივნეზე და ასევე მათ გავლევას იმუნურ სისტემაზე. იმუნურმა სისტემამ უნდა აღიქვას სიმსივნური უჯრედი და მის წინააღმდეგ უნდა განახორციელოს იმუნური პასუხი, მაგრამ სიმსივნურ უჯრედებს გააჩნიათ იმუნური ზედამხედველობისგან თავის არიდების უნარი. შესაბამისად 5-აზაციტიდინისა და ლენალიდომიდი მოქმედებით უნდა გაძლიერდეს იმუნური პასუხი. კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნება ეფექტორული უჯრედების (T ციტოტოქსიკური უჯრედის, NK უჯრედისა და NKTუჯრედის) მოქმედება, რამდენად გაძლიერდება მათი ეფექტურობა იმუნოთერაპიული საშუალებების მკურნალობის შედეგად. თაგვებზე იმუნოთერაპული საშუალებებით კომბინირებული ზემოქმედების შემდეგ სასურველი პასუხის მიიღების შემთხვევაში შესაძლებებლია ვივარაუდოთ, რომ იგივე კომბინაცია გამართლებული იქნება ადამიანში პროსტატის სიმსივნის დასაძლევად.
მიმაგრებული ფაილები:
5-აზაციტიდინისა და ლენალიდომიდის იმუნოლოგიური ეფექტების შესწავლა ანტისიმსივნურ იმუნურ პასუხში მონაწილე ეფექტორულ უჯრედებზე [ka]