ka | en
Company Slogan TODO

ავტორიზაცია

მომხმარებლის სახელი
პაროლი

ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერების დაყოფა ცელულოზას მეთილ- და ქლორმეთილ- ჩანაცვლებული ტრისფენილკარბამატებით მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში

ავტორი: ნათია შაშვიაშვილი
თანაავტორები: მარი-ლუიზა კონჯარია
საკვანძო სიტყვები: ქირალური სელექტორი, ქირალური სულფოქსიდი, მოძრავი ფაზა.
ანოტაცია:

წინამდებარე კვლევის მიზანი იყო ახლად სინთეზირებული ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერების დაყოფის შესწავლა ახლად დამზადებულ 16 ქირალურ სელექტორზე. ეს სვეტები არაკომერციულია და ჯერ კიდევ კვლევის საგანია. ახალი ქირალური სელექტორები მომზადდა წინამდებარე პროექტისთვის. ქირალური სულფოქსიდების და სელექტორების სტრუქტურისა და ქიმიური თვისებებისა სისტემატური ცვლილებით ის ნივთიერებები და სვეტები გამოიყო, რომლებიც ხასიათდება მაღალი სელექტიურობით. ამ ნაშრომში წარმოდგენილია მხოლოდ მეთილ- და ქლორ-მეთილ- ჩანაცვლებული ქირალური სელექტორები და მათი ცვლილებით გამოვლენილი კანონზომიერებები. ჩვენს ექსპერიმენტში გამოვიყენეთ მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრიფი. ექსპერიმენტში გამოვიყენეთ ქირალური სულფოქსიდები. მოძრავ ფაზად გამოვიყენეთ: მეთანოლი, ეთანოლი, იზოპროპანოლი, ჰექსანი და ჰექსან-იზოპროპანოლის ნარევი სხვადასხვა თანაფარდობით.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com