ავტორიზაცია
დარიშხანის იონების ადსორბციის შესწავლა მოდიფიცირებულ ცეოლითებზე
ავტორი: ნინო გაგნიაშვილისაკვანძო სიტყვები: დარიშხანი, ადსორბცია, ცეოლითი.
ანოტაცია:
წყლის რესურსების დაბინძურება დიდ საფრთხეს უქმნის როგორც ბიომრავალფეროვნებას და ეკოსისტემების მთლიანობას, ასევე ადამიანის ჯანმრთელობას. გარემოში არსებულ მრავალრიცხოვან სახიფათო ნარჩენებს შორის აღსანიშნავია დარიშხანი, მის მცირე კონცენტრაციასაც კი შეუძლია ტოქსიკური ეფექტის გამოწვევა. დარიშხანით წყლის რესურსების დაბინძურება მნიშვნელოვან ეკოლოგიურ საფრთხეს წარმოადგენს და საჭიროებს შესაბამისი ზომების მიღებას. ჩვენი სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა დარიშხანის (III) იონების (AsO3-3, As+3) ადსორბციის შესწავლა კლინოპთილოლითის საწყის, დეკათიონირებულ და მოდიფიცირებულ ფორმებზე. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოდიფიცირებული კლინოპთილოლითი ეფექტური, იაფფასიანი და ხელმისაწვდომი ადსორბენტია,რომლის დახმარებით შესაძლებელია დარიშხანის კონცენტრაციის შემცირება.