ავტორიზაცია
ალბურ-ზედაცარცულ ვულკანიზმთან დაკავშირებული აქატ-ქალცედონის საბადოს მინერალოგიური და გენეტური თავისებურებანი (თეძამის აქატ-ქალცედონის საბადოს მაგალითზე)
ავტორი: ნინო კობახიძესაკვანძო სიტყვები: აქატი, ქალცედონი, თეძამი, საბადო, დაიკები, აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონა
ანოტაცია:
სანახელავო ქვა წარმოადგენს მრეწველობის სხვადასხვა დარგის ნედლეულს და თავის მხრივ დიდი გამოყენება აქვს დეკორატიულ, საიუველირო საქმეში, ამიტომაც დღეს ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის სანედლეულო ბაზის შესწავლას და განვითარებას, რადგანაც ბაზრის მოთხოვნის შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. თეძამის აქატის საბადოს დამუშავება მიმდინარეობდა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან, რომელიც ჩართული იყო წარმოებაში, როგორც საიუველირო-სანახელავო, ისე ტექნიკური დანიშნულებით. დღეისათვის კი საბადოზე აღარ მიმდინარეობს ძებნა-ძიებითი სამუშაოები. აქატ-ქალცედონის შემცველი მადნიანი ველის გამოვლენა შესაძლებელია საკვლევი ობიექტის (მთლიანად გამომუშავებულია) მიმდებარე ტერიტორიაზე, რისთვისაც აუცილებელია განახლდეს დეტალური ძებნა-ძიებითი სამუშაოები, რასაც ხელს შეუწყობს წინამდებარე ნაშრომი, მასში ასახულია ახლებული ინტერპრეტაცია თეძამის აქატ-ქალცედონის საბადოთა ფორმირების შესახებ, რაც გამოყენებული იქნება საბადოს არეალში ახალი უბნების გამოვლინების მიზნით ჩატარებულ ძებნა-ძიებითი სამუშაოებისას.