ka | en
ავტორიზაცია
N-გლიკოზილამინების სინთეზი და მათი ბიოლოგიური აქტიურობის შესწავლა
ავტორი: ეკა გოგალაძეანოტაცია:
ნახშირწყლების წარმოებულების სინთეზი და მათი ბიოლოგიური აქტიურობის შესწავლა მნიშვნელოვან პროცესს წარმოადგენს სხვადასხვა დაავადების პრევენციის მიმართულებით. ამ მხრივ, კი დიდ ყურადღებას იპყრობს NO-ს შემცველი ნაერთები. შესწავლილია, რომ NO მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედული მეტაბოლიზმის რეგულაციაში. ის მოქმედებს როგორც ვაზოდილატორი, მონაწილეობს იმუნური სისტემის, ნერვული სისტემის, ფუნქციონირებაში, არეგულირებს უჯრედების აპოპტოზსა და პროლიფერაციას. ამ ნაშრომის ფარგლებში განვიხილავთ გლუკოზის ნიტროზო წარმოებულს და მის ბიოლოგიურ აქტიურობას.