ka | en
Company Slogan TODO

ავტორიზაცია

მომხმარებლის სახელი
პაროლი

სპილენძ-პოლიმეტალური და ოქროს მინერალიზაციის საკითხები ალაზანგაღმა კახეთის ქვედა-შუაიურულ ნალექებში (საცხვრეხორხი-აბანოს უბნების მაგალითზე)

ავტორი: მირიანი მაქაძე
თანაავტორები: გვარამ ბენიძე. კარლო აქიმიე
საკვანძო სიტყვები: ოქრო, პირიტ-პოლიმეტალური, გეოლოგია, ალაზანგაღმა კახეთი
ანოტაცია:

სამაგისტრო შრომაში განხილულია სპილენძ-პოლიმეტალური და ოქროს მინერალიზაციის საკითხები ალაზანგაღმა კახეთის სტორი-საცხვრეხორხის სეგმენტში. დახასიათებულია საკვლევი რაიონის სტრატიგრაფია და მაგმატიზმი. ახლებურადაა გაზრებული რეგიონის ყველაზე ძველი ნალექების-სტორის წყების ტექტონიკური პოზიცია. ფორმაციულად სისტემატიზირებულია მაგმური წარმონაქმნები, გამოყოფილია ადრეალპური ვულკანიზმის სინემურულ-ქვედაპლინსბახური და ზედაპლინსბახურ-ქვედატოარსული ეტაპები და მათი შესაბამისი ფორმაციები - ანტიდრომული რიოლით-დაციტ-ანდეზიტ-ბაზალტური და ნატრიუმიანი ბაზალტების. შესწავლილია სუბვულკანური სხეულები. მაგმური ქანების შედარებითი პეტროქიმიური ანალიზის საფუძველზე განსაზღვრულია აღნიშნული სხეულების ფორმაციული კუთვნილება - დიაგნოსტირებულია გამოყოფილი ვულკანური ფორმაციების სუბვულკანური ანალოგები. საკვლევი რაიონის მადნიანობა განხილულია კავკასიონის ქვედა-შუაიურული ფიქლებრივი ტერიგენული სარტყელი სპილენძ-პოლიმეტალური მეგასისტემის მეტალოგენიურ ჭრილში. რაიონის მეტალოგენიურ სპეციფიკას განსაზღვრავს კოლიზიურ მადანმატარებელ სისტემებთან დაკავშირებული სპილენძ-პიროტინული და პირიტ-პოლიმეტალური გამადნებები, რომლებიც შესაბამისად ფორმირებულია რეგიონის ტექტონიკურ-მაგმური აქტივიზაციის ადრეოროგენულ (შუაიურულ) და გვიანოროგენულ (ნეოგენურ) ეტაპებზე. შედგენილია რაიონის სტრუქტურულ-გეოლოგიური რუკა მასშტაბში 1:50000 მადნიანი დატვირთვით. დეტალური ძებნა-შეფასებითი სამუშაოები ჩატარებულია აბანოს, საცხვრეხორხის და ლეჩურის მადანგამოვლინებებზე. დასინჯულია ამ მადანგამოვლინებათა მადნები და მადანშემცველი ქანები. სინჯების ანალიზები კეთილშობილ (Au, Ag) და ფერად (Cu, Pb, Zn) მეტალებზე შესრულებულია CMG-ის ლაბორატორიაში. ეს სამუშაოები დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „მაგისტრთა სასწავლო-კვლევითი პროექტის გრანტით დაფინანსების“ პროექტის ფარგლებში. მიღებული შედეგების და ადრეარსებული მასალების გაანალიზებით გარკვეულია სპილენძ-პიროტინულ და პირიტ-პოლიმეტალურ გამადნებათა ძირითადი მახასიათებლები, ოქროს მინერალიზაციის ადგილი მათ ზონალურ რიგში. გამოყოფილია ოქროს მინერალიზაციის ახალი ტიპი - ოქრო პოლიმეტალური და ამ ტიპის გამადნებაზე პერსპექტიული ფართები სტორი-საცხვრეხორხის სეგმენტის ფარგლებში.


მიმაგრებული ფაილები:

სპილენძ-პოლიმეტალური და ოქროს მინერალიზაციის საკითხები ალაზანგაღმა კახეთის ქვედა-შუაიურულ ნალექებში (საცხვრეხორხი-აბანოს უბნების მაგალითზე) [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com