ავტორიზაცია
ტრიპტამინის და მისი წარმოებულების კონდენსაციის რეაქციები ალდოზებთან
ავტორი: დავით ორჯონიკიძეანოტაცია:
ნახშირწყლების წარმოებულებს შორის უამრავი ნივთიერებაა რომლებსაც ფართო გამოყენება აქვთ სამედიცინო სფეროში სხვადასხვა დანიშნულების მედიკამენტების სახით. ნახშირწყლების ბაზაზე ცნობილი მედიკამენტების ქიმიური მოდიფიკაცია წარმოადგენს პერსპექტიულ მიმართულებას ახალი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების ძიების მიმართულებით. მოდიფიცირებულ ნაწარმებს ფართოდ იყენებენ თანამედროვე მედიცინაში, როგორც ეფექტურ ანტივირუსულ და კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებს. N-გლიკოზილამინის სინთეზსს ანხორციელებდნენ პირველადი ამინის პირდაპირი კონდენსაციით მონოსაქარიდთან სპირტ ხსნარში. ამ გზით კონდენსირებული D-გლუკოზა ტრიპტამინი და 7-მეთილ ტრიპტამინი აბსოლუტურ მეთანოლში (კატალიზატორის გარეშე ) წარმოქმნიან 1-N-ტრიპტამინ -β,D-გლუკოპირანოზილამინი da 7-მეთილტრიპტამინ -β,D-გლუკოზოპირანოზილამინი.