ავტორიზაცია
კრეატინის გავლენა ბუნებრივად აგრესიულ (მკვლელი) და არააგრესიული ცხოველების თავის ტვინის ანტიოქსიდანტურ სისტემაზე
ავტორი: ბერიკა ბერიძესაკვანძო სიტყვები: კრეატინი, აგრესია, ანტიოქსიდანტური სისტემა
ანოტაცია:
სოციალური ქცევების მრავალფეროვნების მიუხედავად უდავდოდ უმნიშვნელოვანესი და კარგად შესწავლილი ქცევა გახლავთ აგრესია. აგრესია საკმაოდ კომპლექსური ქცევაა და წარმოდგენილია თითქმის ყველა ცოცხალ ორგანიზმში და მას გააჩნია მრავალი ადაპტაციური ფუნქცია. აგრესია, მიუხედავად მისი მნიშვნელობისა ჯერ კიდევ არ არის კარგად შესწავლილი და უფრო მეტიც, აგრესიასთან დაკავშირებული მრავალი კითხვა ჯერ კიდევ არ არის გამორკვეული და პასუხგაცემული. ბოლო წლებია საყოფაცხოვრებო პირობებში ინტენსიურად ხდება ისეთი ნივთიერების საკვები დანამატის სახით მიღება, როგორიცაა კრეატინი. კრეატინს მოიხმარენ განსაკუთრებულად ისეთი პირები, რომლებისთვისაც აუცილებელია ენერგიის აქტიური ხარჯვა, მაგალითად სპორტსმენები. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოჩნდა მონაცემები იმის შესახებ, რომ კრეატინის შეყვანის პირობებში ადგილი აქვს საცდელ ცხოველებში და პაციენტებში აგრესიულობის ზრდას. თუმცა, ამ კუთხით ეს საკითხი თითქმის შეუსწავლელია და რასაკვირველია, საფუძვლიან კვლევას მოითხოვს. ცნობილი, რომ კრეატინს გააჩნია ანტიოქსიდანტური ბუნება. კრეატინმა აჩვენა მნიშვნელოვანი უნარი მოიქცეს როგორც ანტიოქსიდანტი რადიკალ იონების წინააღმდეგ. გამომდინარე ზემოთქმულიდან, ჩვენთვის საინტერესოს წარმოადგენდა შეგვესწავლა აგრესიულ ცხოველებში ინტაქტურ ცხოველებთან შედარებით კრეატინის გავლენა ცხოველების თავის ტვინის ანტიოქსიდანტურ სისტემაზე. შესწავლილია თეთრი ვირთაგვას აგრესიულობის ხარისხი ფიზიოლოგიური და ბიოქომიური მეთოდებით. ასევე შესწავლილია აგრესიული და არააგრესაიული ცხოველების ანტიოქსიდანტური სისტემის სხვადასხვა ფერმენტის (სუპერქოსიდდისმუტაზა, კატალაზა და სხვა) აქტივობები და ნანახია აღნიშნული ფერმენტების აქტივობის სიდიდეების ცვლილებები.
მიმაგრებული ფაილები:
კრეატინის გავლენა ბუნებრივად აგრესიულ (მკვლელი) და არააგრესიული ცხოველების თავის ტვინის ანტიოქსიდანტურ სისტემაზე [ka]