ავტორიზაცია
ფეროცენშემცველი ნიტრილების ჰიდრატაცია
ავტორი: თათია მინაძეთანაავტორები: თათია მინაძე
საკვანძო სიტყვები: ნიტრილები, ამიდები, ფეროცენი, ჰიდრატაცია.
ანოტაცია:
ა ნ ო ტ ა ც ი ა ნიტრილების ჰიდრატაცია წარმოადგენს ამიდების მიღების მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას. ორგანონიტრილების ჰიდრატაციას კლასიკურ მჟავა- და ფუძე-კატალიზის პირობებში ხშირად მოყვება არასასურველი კარბონმჯავების და გვერდითი პროდუქტების წარმოქმნა. ამ დაბრკოლებებს შეიძლება ავარიდოთ თავი თუ ნიტრილების ჰიდროლიზის კატლიზატორებად გამოვიყენებთ მეტალო კომპლექსებს. ჩვენ განვახორციელეთ ფეროცენილშემცველი ნიტრილების კატალიზური ჰიდრატაცია გარდამავალ მეტალთა კომპლექსებით. ჩვენ ასევე გამოვიყენეთ მიდგომა, რომელიც მდგომარეობს აცეტალდოქსიმის, როგორც წყლის წყაროდ გამოყენებაში. ნიტრილის Fc-C(Cl)=CH-CN კონვერსია ამიდში Fc-C(Cl)=CH-CONH2 ჩატარებულ იქნა ნეიტრალურ და უწყლო პირობებში 3-5 ექვივალენტური ოქსიმის CH3CH=NOH თანდასწრებით და კატალიზატორის RhCl(PPh3)3 გამოყენებით.