ავტორიზაცია
ახალი tweakable ტიპის სიმეტრიული ალგორითმის აგება
ავტორი: გიორგი სეხნიაშვილისაკვანძო სიტყვები: Tweakable ალგორითმი, ჰილის მოდიფიცირებული ალგორითმი
ანოტაცია:
ნაშრომში განხილულია ამერიკელი მათემატიკოსის ლესტერ ჰილის მიერ შექმნილი ალგორითმის მოდიფიცირებული ვარიანტისთვის საწყისი გასაღებიდან რაუნდული გასაღებების გამომუშავების სქემა. ჰილის ალგორითმში ღია ტექსტი გადადის რიცხვებში(ათობით სისტემაში) და მრავლდება კვადრატულ მატრიცაზე n × n-ზე, რომელსაც აუცილებლად გააჩნია შებრუნებული მატრიცა. ეს მეთოდი თანამედროვე კრიპტოგრაფიული ალგორითმებისთვის გადaკეთდა შემდეგნაირად: ბიტური სტრიქონი(128 ბიტი), რომელიც მიიღება ტექსტის კომპიუტერში შეყვანის შემდეგ, დაიყობა ბაიტებად და მიიღება მატრიცა 4 × 4-ზე, რომლის ელემენტები(ბაიტები) კვლავ გადადის ათობით სისტემაში და მრავლდება თვითშებრუნებად მატრიცაზე ზომით 4 × 4. ეს წარმოადგენს ახალი tweakable ბლოკური შიფრის ერთ-ერთ ძირითად ოპერაციას. ასეთ ალგორითმს სჭირდება გასაღების გაფართოების პროცედურა, რომელიც საშუალებას მოგვცემს საწყისი გასაღებიდან მივიღოთ რაუნდული გასაღებები(10 ცალი). სამაგისტრო ნაშრომის მიზანია ასეთი გასაღების გაფართოების პროცედურის შექმნა.
მიმაგრებული ფაილები:
პრეზენტაცია [ka]სამაგისტრო ნაშრომი [ka]