ავტორიზაცია
ფლავანონის ენანტიომერების დაყოფა მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში ახალი, ზედაპირულად ფოროვანი სილიკაგელის ბაზაზე მომზადებული პოლისაქარიდული ქირალური სტაციონალური ფაზების გამოყენებით
ავტორი: ლია ბეჟიტაშვილისაკვანძო სიტყვები: ფლავანონი, ზრდაპირულად ფოროვანი ნაწილაკები, მაღალეფექტური სითხური ქრომატოგრაფი, კორშელი, სუპერსწრაფი დაყოფები, თეორიული თეფშბის რიცხვი, თეორიული თეფშების ექვივალენტური სიმაღლე
ანოტაცია:
ზედაპირულად ფოროვან გლუვ სილიკაგელის ბაზაზე მომზადებული პოლისაქარიდული ქირალური სელექტორებით შევსებული ქრომატოგრაფიული სვეტები ეფექტურობის გაზრდის მიზნით შეიქმნა. ისინი მართლაც გამოირჩევა რიგი უპირატესობებით სრულად ფოროვანი სილიკაგელის ბაზაზე მომზადებულ სტაციონალურ ფაზებთან შედარებით. თავდაპირველად ამ აზრს სკეპტიკურად უყურებდნენ, მაგრამ დღეისათვის ზედაპირულად ფოროვანი სილიკაგელის ბაზაზე მომზადებული სელექტორები აღიარეს როგორც საუკეთესო მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში. ეს დამტკიცდა მრავალი კვლევის შედეგად, მათ შორის ეს ნაშრომიც კორშელის ტიპის სვეტების უპირატესობების დემონსტრირებას ემსახურება. ეფექტურობის გაზრდისთვის საჭირო იყო სვეტში მასის გადაადგილების კინეტიკის გაუმჯობესება, რაც საანალიზო მოლეკულების გასავლელი გზის შემცირებით(დიფუზიის გზის შემცირებით) მოხერხდებოდა. კორშელის ტიპის სვეტებზე, ნაწილაკთა სტრუქტურის თავისებურებიდან გამომდინარე, ეს ამოცანა შესრულდა. ნაშრომში მოტანილი ექსპერიმენტული მასალა ამტკიცებს ზედაპირულად ფოროვანი გლუვი სილიკაგელის და პოლისაქარიდული სელექტორების კომბინაციის ეფექტურობას. თეორიული თეფშების რიცხვი უახლოვდება 200 000 ერთეულს ერთ მეტრზე გაანგარიშებით, ეს საამაყო შედეგია. თეორიული თეფშების ექვივალენტური სიმაღლის დაყვანილი მნიშვნელობა კი დაახლოვებით 1.4-ს უდრის(დაყვანილი თთეს არის უგანზომილებო სიდიდე, ვინაიდან ის თთეს-ის[მკმ] მნიშვნელობის ნაწილაკების ზომაზე გაყოფით იანგარიშება[მკმ]), რაც რეკორდულად მცირეა დღემდე გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით. მისი შემცირება გამოწვეულია ვან-დეემტერის განტოლებაში სამივე კოეფიციენტის შემცირებით, ეს უკანასკნელი კი იმით არის გამოწვეული, რომ კორშელის ტიპის სვეტებში ნაწილაკებს ფორები აქვთ მხოლოდ ზედაპირზე, და არა მთლიანობაში.
მიმაგრებული ფაილები:
ლია ბეჟიტაშვილი საბაკალავრო ნაშრომი 2016 წ [ka]ფლავანონის ენანტიომერების დაყოფა მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში ახალი, ზედაპირულად ფოროვანი გლუვი სილიკაგელის ბაზაზე მომზადებული პოლისაქარიდული ქირალური სტაციონალური ფაზების გამოყენებით [ka]